Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ლიონში მართლმადიდებელი მღვდელი დაჭრეს. თავდამსხმელი მიიმალა


საფრანგეთის ქალაქ ლიონში 31 ოქტომბერს უცნობი თავდამსხმელის მიერ განხორციელებული ორი გასროლის შედეგად დაიჭრა მართლმადიდებელი მღვდელი.

სააგენტო „როიტერსის“ თანხმად, შემთხვევა საღამოს საათებში მოხდა. მღვდელი ეკლესიის კარებს კეტავდა, რა დროსაც მის მიმართ ორჯერ განხორციელდა გასროლა. სასულიერო პირს დახმარება ადგილზე აღმოუჩინეს. პოლიციის ცნობით თავდამსხმელმა მიმალვა მოახერხა.

სხვა დეტალები უცნობია.


საფრანგეთის ლიონში მომხდარი დღევანდელი ინცინდენტამდე ორი დღით ადრე 29 ოქტომბერს, დანით შეიარაღებულმა ახალგაზრდა კაცმა ქალაქ ნიცის ნოტრ-დამის ტაძარში მოკლა სასულიერო პირი და ასაკოვანი ქალი, რომელსაც თავი მოჰკვეთა, კიდევ ერთი ადამიანი კი ტაძრის გარეთ მოკლა. თავდამსხმელი დაკავებულია. როგორც იტყობინებიან, თავდასხმისას და შემდეგაც ის გაჰყვიროდა: „ალაჰუ აკბარ“ (დიდ არს ალაჰი).

29 ოქტომბერს ნიცაში ჩავიდა საფრანგეთის პრეზიდენტი ემანუელ მაკრონი, რომელმაც განაცხადა, რომ ქვეყანაზე განხორციელდა მორიგი ისლამისტური თავდასხმა.

ხელისუფლება შიშობს, რომ არსებობს ექსტრემისტების მიერ თავდასხმების განმეორების საშიშროება, როს გამოც ქვეყანში გამოცხადდაა

ნიცაში მომხდარი თავდასხმიდან ორ საათში საფრანგეთის ქალაქ ავინიონში დანით შეიარაღებულმა კაცმა პოლიციელებზე თავდასხმა სცადა. პოლიციელებმა ის ცეცხლსასროლი იარაღით მოკლეს.
საფრანგეთში ტერორისტული საფრთხის მაქსიმალური დონე გამოცხადდა.

16 ოქტომბერს, საფრანგეთში მოკლეს სკოლის პედაგოგი სემუილ პატი, რომელმაც მოსწავლეებს სიტყვის თავისუფლებაზე საუბრისას აჩვენა სატირული ჟურნალის, „შარლი ებდო"-ს კარიკატურა წინასწარმეტყველ მუჰამედზე. პირი, რომელმაც მასწავლებელს თავი მოჰკვეთა, 18 წლის ეთნიკურად ჩეჩენი აბდულაჰ ანზოროვი იყო. ის საპოლიციო ოპერაციისას მოკლეს.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG