Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ბადრი ჯაფარიძე: ცალსახაა, რომ "ქართული ოცნება" დამარცხდა


პოლიტიკური მოძრაობა "ლელოს" ლიდერი ბადრი ჯაფარიძე კმაყოფილია საკუთარი პარტიის შედეგით და ამომრჩეველს მადლობას უხდის. ეს იყო პარტიაში გაკეთებული პირველი კომენტარი, რომელიც სხვადახვა ეგზიტპოლის გაცნობის შემდეგ გაკეთდა.

"ცალსახაა, რომ ქართული ოცნება დამარცხდა. სხვადასხვა ეგზიტპოლი ქვეყნდება. მინდა, მოვუწოდო ჩვენს დამკვირვებლებს ყველა უბანზე, რომ მაქსიმალური მობილიზება ჰქონდეთ იმისთვის, რომ არცერთი ხმა არ დაიკარგოს. უნდა გვესმოდეს, რომ ახლა არის გადამწყვეტი მომენტი - იწყება ხმების დათვლა", - თქვა ჯაფარიძემ.

"იმედისა" და "რუსთავი 2"-ის ეგზიტპოლებით "ქართული ოცნება" ხმების ნახევარზე მეტს იღებს, "მთავარისა" და "ფორმულას" ეგზიტპოლებით კი ვერა. ამ ოთხი არხის მონაცემებით, "ლელოს" მაჩვენებელი 2,6-დან 4 პროცენტამდე მერყეობს.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG