Accessibility links

სააკაშვილი: მე არ ვაპირებ ვიყო რაიმე თანამდებობაზე


საქართველოს მესამე პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი, რომელიც ენმ - „ძალა ერთობაშია“-მ დაასახელა პრემიერ-მინისტრობის კანდიდატად, უარს ამბობს ნებისმიერი თანამდებობის დაკავებაზე.

„მე არ ვაპირებ ვიყო რაიმე თანამდებობაზე, მე არ მივისწრაფვის თანამდებობისკენ. მე მინდა, რომ ოპოზიციურმა სპექტრმა დაუყოვნებლივ დაიწყოს მოლაპარაკებები“, - თქვა სააკაშვილმა „ფორმულის“ ეთერში.

სააკაშვილი აღნიშნავს, რომ საქართველოში ყოფნის შემთხვევაში გაცილებით დიდი შანსი ექნებოდა „ნაციონალურ მოძრაობას“.

„მე რომ ჩამოვსულიყავი საქართველოში და მეწარმოებინა „ნაციონალური მოძრაობის“ კამპანია, რა თქმა უნდა, ის აიღებდა 50%-ზე მეტს. აბა, ჩამეხედა ხალხის თვალებში, მაგრამ ამას დავანებოთ თავი ახლა. მე საერთოდ არ მაღელვებს ჩემი თანამდებობა, 3-ჯერ ვთქვი უარი უკრაინის პრემიერ-მინისტრობაზე, ევროპის ყველაზე დიდი ქვეყნის. გარწმუნებთ, რომ საქართველოს პრემიერ-მინისტრობა სულ არ მაინტერესებს, ნამდვილად არ არის ჩემი ამბიციის მწვერვალი. მე ვიყავი საქართველოს ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი ლიდერი, ძალიან დიდი პერიოდის განმავლობაში. პრემიერ-მინისტრზე „ცოტა მეტი“ თანამდებობაა მეკავა.

საქართველოში საკმარისზე მეტია ფიგურები, წესიერი, ავტორიტეტული არშელახული. უახლოეს ხანში ამაზე უნდა ვილაპარააკოთ. საქმე ისაა, რომ ქართველმა ხალხმა ხმა მისცა ივანიშვილის წინააღმდეგ“, - ამბობს მიხეილ სააკაშვილი.

საპარლამენტო არჩევნების ეგზიტპოლის შედეგები ოთხმა ტელეკომპანიამ გამოაქვეყნა:

„მთავარი არხის" ეგზიტპოლი: „ქართული ოცნება“ - 41%, „ნაციონალური მოძრაობა“ - 33%

რუსთავი 2-ის ეგზიტპოლი: „ქართული ოცნება“ - 52%, „ნაციონალური მოძრაობა“ - 25%

„იმედის“ ეგზიტპოლი: „ქართული ოცნება“ - 55.0 %, ნაციონალური მოძრაობა - 23,0%

„Edison Research“-ის ეგზიტპოლი: „ქართული ოცნება“ – 46%, 5 ოპოზიციური პარტია - 41%

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG