Accessibility links

ამომრჩევლის აქტივობა  56,11%-ია


ამომრჩევლის აქტივობა 56,11%-ია

ამომრჩევლის აქტივობამ საარჩევნო უბნების დახურვის დროისთვის, 20 საათისთვის 56, 11 % შეადგინა, არჩევნებში მონაწილეობა 1970 540-მა ამომრჩეველმა მიიღო.

ცენტრალური საარჩევნო კომისიის პრესსპიკერის, ანა მიქელაძის განცხადებით, ქვეყნის მასშტაბით ყველაზე მაღალი აქტივობა კვლავ რაჭა-ლეჩხუმში, ქვემო სვანეთის საარჩევნო ოლქში დაფიქსირდა. აქტივობამ აღნიშნულ ოლქში 56, 11%-ია.

ამომრჩევლის ყველაზე დაბალი აქტივობა 20 საათისთვისაც ქვემო ქართლში დაფიქსირდა და 51 პროცენტი შეადგინა.

საპარლამენტო არჩევნებისთვის გახსნილი იყო 3 657 საარჩევნო უბანი, გამონაკლის შემთხვევაში შექმნილი 11 უბანი და 127 სპეციალური უბანი კორონავირუსის გამო სტაციონარულ სამკურნალო დაწესებულებებსა და კარანტინსა და თვითიზოლაციაში მყოფი ამომრჩევლებისთვის, რომლებიც ხმას გადასატანი ყუთებით აძლევდნენ ხმას.

საქართველოში საარჩევნო უბნები დილის 8 საათზე გაიხსნა და 20 საათზე დაიხურა..

მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატებს პირველივე ტურში გასამარჯვებლად სჭირდებათ ხმების 50%-ზე მეტი.

რაც შეეხება პროპორციულ სისტემას, 2020 წლის 29 ივნისს მიღებული საკონსტიტუციო ცვლილებებით „საქართველოს პარლამენტის წევრთა მანდატები განაწილდება იმ პოლიტიკურ პარტიებზე, რომლებიც არჩევნებში მონაწილე ამომრჩეველთა ნამდვილი ხმების 1 პროცენტს მაინც მიიღებენ და იმ პოლიტიკური პარტიების საარჩევნო ბლოკებზე, რომელთა მიერ მიღებული ნამდვილი ხმების პროცენტული მაჩვენებელი 1 პროცენტისა და საარჩევნო ბლოკში შემავალი პოლიტიკური პარტიების რაოდენობის ნამრავლს მაინც შეადგენს“.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG