Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

"მთავარი არხის" ეგზიტპოლით მხოლოდ რამდენიმე ოლქში არ იმართება მეორე ტური


"მთავარმა არხმა" ეგზიტპოლის შედეგები გამოაქვეყნა, რომელიც მაჟორიტარობის კანდიდატების სავარაუდო პროცენტულ მაჩვენებელს ასახავს. კვლევის მიხედვით, თითქმის მთელ საქართველში მეორე ტური იმართება, მხოლოდ რამდენიმეში იმარჯვებს მმართველი პარტიის წარმომადგენელი და რამდენიმეში - ოპოზიცია.

როგორც არხი აღნიშნავს, ცდომილება 3%, რამაც შეიძლება მონაცემები შეცვალოს. ოლქების მიხედვით კი ასე ნაწილდება ხმების რაოდენობა:

  • მთაწმინდა-კრწანისი - შალვა შავგულიძე (ევროპული საქართველო) - 46%, ბექა ოდიშარია (ქართული ოცნება) - 35%;
  • ვაკე - ელენე ხოშტარია (ევროპული საქართველო) - 47%, ნოდარ ტურძელაძე (ქართული ოცნება) - 33%;
  • ნაძალადევი - მიხეილ ყაველაშვილი (ქართული ოცნება) - 35%, შალვა ნათელაშვილი (ლეიბორისტული პარტია) - 33%;
  • გლდანი - ნიკა მელია (ნაციონალური მოძრაობა) - 53%, ლევან კობიაშვილი (ქართული ოცნება) - 39%;
  • სამგორი - ლევან ხაბეიშვილი (ნაციონალური მოძრაობა) - 49%, სოზარ სუბარი (ქართული ოცნება) - 33%;
  • ისანი - კახა კახიშვილი (ქართული ოცნება) - 35%; ხატია დეკანოიძე (ნაციონალური მოძრაობა) - 32%; გიორგი ვაშაძე (სტრატეგია აღმაშენებელი) - 19%;
  • დიდუბე-ჩუღურეთი - ზურა ჯაფარიძე (გირჩი) - 35%; გია ვოლსკი (ქართული ოცნება) - 33%, ანა დოლიძე (დამოუკიდებელი კანდიდატი) - 16%;
  • საბურთალო - დავით სერგეენკო (ქართული ოცნება) - 35%, ალექსანდრე ელისაშვილი (მოქალაქეები) - 21%, ბადრი ჯაფარიძე (ლელო) - 19%;
  • თელავი, ახმეტა, ყვარელი და ლაგოდეხი - ირაკლი ქადაგიშვილი (ქართული ოცნება) - 45%, გიორგი ბოტკოველი - 42%;
  • გურჯაანი, საგარეჯო, დედოფლისწყარო და სიღნაღი - დავით სონღულაშვილი (ქართული ოცნება) - 49%, ლევან ბეჟაშვილი (ნაციონალური მოძრაობა) - 38%;
  • რუსთავი და გარდაბნის მუნიციპალიტეტის ნაწილი - დავით კირკიტაძე (ნაციონალური მოძრაობა) - 51%, ნინო ლაცაბიძე (ქართული ოცნება) - 31%;
  • მარნეული და გარდაბანი - ზაურ დარგალი (ქართული ოცნება) - 49%, აზერ სულეიმანოვი - 36%
  • ბოლნისი, დმანისი, თეთრიწყარო და წალკა - გოგი მეშველიანი (ქართული ოცნება) - 56%, კახა ოქრიაშვილი (ძალა ერთობაშია) - 37%;
  • მცხეთა, დუშეთი, თიანეთი და ყაზბეგი - ცეზარ ჩოჩელი (ძალა ერთობაშია) - 45%, შალვა კერესელიძე (ქართული ოცნება) - 39%;
  • ხაშური, ქარელი, ვარიანი, ნიქოზი, ტირძნისი, სკრისა, შინდისი - ნატო ჩხეიძე (ძალა ერთობაშია) - 46%, ზაალ დუგლაძე (ქართული ოცნება) - 37%;
  • გორი და კასპი - ბადრი ბასიშვილი (ნაციონალური მოძრაობა) - 39%, გიორგი ხოჯევანიშვილი (ქართული ოცნება) - 39%;
  • ახალციხე, ბორჯომი, ადიგენი, ასპინძა - ანტონ ობოლაშვილი (ქართული ოცნება) - 58%, ვაჟა ჩიტაშვილი (ნაციონალური მოძრაობა) - 30%;
  • ახალქალაქი და ნინოწმინდა - სამველ მანუკიანი (ქართული ოცნება) - 75%, მელიქ რაისიანი (ნაციონალური მოძრაობა) - 5%;
  • ქუთაისი - გრიგოლ ვაშაძე (ნაციონალური მოძრაობა) - 50%, ზაზა ლომინაძე (ქართული ოცნება) - 29%;
  • საჩხერე, ჭიათურა და ხარაგაული - პაატა კვიჟინაძე (ქართული ოცნება) - 59%, გიორგი კაპანაძე (ძალა ერთობაშია) - 23%;
  • ტყიბული, თერჯოლა, ზესტაფონი და ბაღდათი - ბეჟან წაქაძე (ქართული ოცნება) - 49%, კახა გეწაძე (ძალა ერთობაშია) - 25%; გიგი წერეთელი (ევროპული საქართველო) - 19%;
  • სამტრედია, წყალტუბო, ვანი და ხონი - გივი ჭიჭინაძე (ქართული ოცნება) - 46%, ნანუკა ჟორჟოლიანი (ძალა ერთობაშია) - 39%;
  • ზუგდიდი - მალხაზ ჯალაღონია (ძალა ერთობაშია) - 49%, ირაკლი ჩიქოვანი (ქართული ოცნება) - 35%;
  • ფოთი, ხობი და სენაკი - ირაკლი ხახუბია (ქართული ოცნება) - 49%, მურთაზ ზოდელავა (ნაციონალური მოძრაობა) - 32%;
  • წალენჯიხა, ჩხოროწყუ, მარტვილი და აბაშა - ალექსანდრე მოწერელია (ქართული ოცნება) - 45%, როლანდ ფიფია (ძალა ერთობაშია) - 41%;
  • ოზურგეთი, ლანჩხუთი და ჩოხატაური - ვასილ ჩიგოგიძე (ქართული ოცნება) - 52%, მანუჩარ კვირკველია (ძალა ერთობაშია) - 16%, ხათუნა გოგორიშვილი (ევროპული საქართველო) - 11%;
  • ბათუმი - ლევან ვარშალომიძე (ნაციონალური მოძრაობა) - 39%, რესან კონცელიძე (ქართული ოცნება) - 35%;
  • ქობულეთი - ზაალ მიქელაძე (ქართული ოცნება) - 54%, ბონდო თედორაძე - 33%;
  • ხელვაჩაური, ქედა, შუახევი და ხულო - ანზორ ბოლქვაძე (ქართული ოცნება) - 46%, მიშა ბოლქვაძე (ძალა ერთობაშია) - 36%;
  • ამბროლაური, ონი, ცაგერი, ლენტეხი და მესტია - გოჩა ენუქიძე (ქართული ოცნება) - 61%; დილარ ხაბულიანი (ძალა ერთობაშია) - 15%; გოჩა გურგუჩიანი (ევროპული საქართველო) - 11.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG