Accessibility links

logo-print logo-print

თაკო ჩარკვიანი: რუსი ოლიგარქი ივანიშვილი დარჩა!


„სტრატეგია აღმაშენებლის" მაჟორიტარი კანდიდატი თაკო ჩარკვიანი „ფეისბუკზე" უკმაყოფილებას გამოთქვამს საპარლამენტო არჩევნების შედეგების გამო. ის წერს, რომ „ქართულმა ოცნებამ" შეინარჩუნა ძალაუფლება.

„მოკლედ და კონკრეტულად ვიტყვი: მირეკავენ და მილოცავენ პარლამენტში შესვლას - გმადლობთ მეგობრებო, მაგრამ ეს არ იყო მხოლოდ ჩვენი მიზანი ანუ დეპუტატობა, მადლობა, ვინც ხმები მოგვცა. ცუდი და კატასტროფა ის არის, რომ ხელისუფლება ანუ „ოცნება" დარჩა, დიახ, ალბათ უფრო მეტად დაფიქრდება „მავანი” და ფსევდოოპოზიციასაც უკეთ დაინახავს, ნაადრევი ზეიმიც ცოტა არასწორია და პრემიერი ამ ეტაპზე სააკაშვილი არ იქნება-თქო რომ დავწერე, ამ ეტაპზე ამ პოლიტიკურ რეალობაში-მეთქი, ბევრს არ ესიამოვნა ვერ გაიგეს რატომ ვთქვი, ა ბატონო, როგორც ვთქვი ისეა (თავად თქვა ადამიანმა რეალობაა ამ ეტაპზე, ასეა) სათავეში რუსი ოლიგარქია და აქ კი ერთმანეთს ჯიჯგნის პოლიტიკური სპექტრი, გამოტენილია „ფსევდოტიპებით” და თუ ვინმე ნიჭიერი გამოჩნდა, ოდნავ განსხვავებული ხედვით „ჩაქოლვა” არ ასცდება, აკი ვამბობდი კომპასი გაასწორეთ შიშის სასახლისკენ-მეთქი, ჰო და ...ა ბატონო , ახლა ვიძახოთ „გაყალბებული არჩევნები”, დიახ გაყალბებულია და შუქიც ჩააქრეს უბნებზე და ბიულეტენებსაც იპარავდნენ დაშინება, ცემა-ტყეპაც იყო და საჩივრებიც და ვიდეოკადრებიც არის, კი ბატონო, ასეა უდავოდ და მაინც ....რუსი ოლიგარქი ივანიშვილი დარჩა!!!!!" - წერს თაკო ჩარკვიანი.

საპარლამენტო არჩევნების ეგზიტპოლის შედეგები ოთხმა ტელეკომპანიამ გამოაქვეყნა:

„მთავარი არხის" ეგზიტპოლი: „ქართული ოცნება“ - 41%, „ნაციონალური მოძრაობა“ - 33%

რუსთავი 2-ის ეგზიტპოლი: „ქართული ოცნება“ - 52%, „ნაციონალური მოძრაობა“ - 25%

„იმედის“ ეგზიტპოლი: „ქართული ოცნება“ - 55.0 %, ნაციონალური მოძრაობა - 23,0%

„Edison Research“-ის ეგზიტპოლი: „ქართული ოცნება“ – 46%, 5 ოპოზიციური პარტია - 41%

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG