Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ზაალ უდუმაშვილი: ოპოზიციასთან მთავრობის ფორმირებაზე მოლაპარაკებას ვიწყებ


"ნაციონალური მოძრაობის" ერთ-ერთი ლიდერი, ზაალ უდუმაშვილი აცხადებს, რომ ოპოზიციასთან ერთად მთავრობის ფორმირებაზე აქტიურ კონსულტაციებს იწყებს. ამის შესახებ მან არჩევნების წინასწარი შედეგების გამოცხადებამდე განაცხადა, როცა მხოლოდ ეგზითპოლის შედეგები იყო ცნობილი.

"ჩვენ ვიწყებთ აქტიურ კონსულტაციებს მთელს ოპოზიციურ სპექტრთან მათ შორის მთავრობის ფორმირებაზე. იმ ხელისუფლების ფორმირებაზე, რომელმაც საბოლოოდ უნდა ჩამოაცილოს ბიძინა ივანიშვილი ხელისუფლებას და ეს ქვეყანა უნდა გადავიყვანოთ განვითარების გზაზე", - განაცხადა უდუმაშვილმა.

ეგზითპოლი საქართველოში ოთხი ტელევიზიის დაკვეთით ჩატარდა. კვლევის შედეგებით, მხოლოდ "მთავარი არხის" მონაცემებით ჯობნის "ქართული ოცნებას" "ნაციონალური მოძრაობა". ამ კვლევის მიხედვით, "ქართულმა ოცნებამ" 41% აიღო, "პატრიოტთა ალიანსმა" - 2%, ჯამურად მთელს ოპოზიციას კი 57% აქვს.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG