Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

TI: არჩევნების დღის მეორე ნახევარი მეტი დაძაბულობით გამოირჩეოდა


„საერთაშორისო გამჭვირვალობა - საქართველო” (TI) 2020 წლის საპარლამენტო არჩევნებზე აღმოჩენილი დარღვევების შესახებ ინფორმაციას აქვნებს. ორგანიზაციის განცხადებით, დღის მეორე ნახევარი, პირველთან შედარებით, უფრო მეტი დაძაბულობით გამოირჩეოდა. ზოგიერთი უბნის გარეთ იყო ფიზიკური დაპირისპირებების ფაქტები. ამ მხრივ. TI-მ გამოყო გლდანის, მარნეულის და ზუგდიდის საარჩევნო ოლქები და აღნიშნა, რომ საარჩევნო უბნების გარეთ ხდებოდა კოორდინატორების და აქტივისტების მობილიზება, რაც ხშირ შემთხვევაში დაძაბულობის საფუძველი ხდებოდა.

როგორც ორგანიზაცია აცხადებს, დღის განმავლობაში ადგილი ჰქონდა დამკვირვებლებისთვის ხელის შეშლის, ჟურნალისტებზე ფიზიკური თავდასხმისა და მათი ქონების დაზიანების, ასევე, მათთვის პროფესიული მოვალეობის შესრულებაში ხელის შეშლის შემთხვევებს.

რეგიონებში საარჩევნო უბნებზე კენჭისყრის ფარულობის ხშირი დარღვევის ფაქტებზე მიუთითებენ. გარდა ამისა, ორგანიზაცია ცალკეულ შემთხვევებში საარჩევნო უბნებზე არაუფლებამოსილი პირების ყოფნის შესაზხებაც წერს.

„საერთაშორისო გამჭვირვალობა - საქართველომ" მთლიანობაში გამოავლინა 150-მდე წვრილი და შედარებით სერიოზული დარღვევა. მისმა დამკვირვებლებმა დაწერეს 35 საჩივარი.

ორგანიზაცია მნიშვნელოვანი დარღვევების ჩამონათვალს აქვეყნებს.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG