ცესკოს პირველი წინასწარი მონაცემები გამოაქვეყნა, რომლის მიხედვითაც, უმრავლესობას კვლავ ქართული ოცნება მოიპოვებს. მონაცმეები რამდენიმე წუთის წინ აისახა ცესკოს ვებგვერდზე. სულ დათვლილია 1085 უბანი, რაც 28,2%-ია.
ცესკოს თავმჯდომარემ თქვა, რომ დათვლილია, ძირითადად, პატარა უბნები და შესაძლოა, დიდმა ოლქებმა გავლენა იქონიოს მონაცემებზე.
- „ქართული ოცნება“ - 54,72 %;
- „ნაციონალური მოძრაობა" - „ძალა ერთობაშია“ - 23,61 %
- „გირჩი“ – 1,91 %
- „ევროპული საქართველო“ – 3,99%
- „ლელო“ – 2,66%;
- „სტრატეგია აღმაშენებელი“ – 2,46 %;
- „პატრიოტთა ალიანსი“ – 3,34%;
- „ლეიბორისტული პარტია“ – 0,92%;
- „მოქალაქეები“ – 0,93%;
- „ერთიანი საქართველო“ - 0,73%.
დაწერეთ კომენტარი