Accessibility links

ირაკლი კობახიძე: "ქართულმა ოცნებამ" "მოიგო" ყველა ქალაქი და ყველა რაიონი"


პარტია „ქართული ოცნება-დემოკრატიული საქართველოს“ აღმასრულებელი მდივანი, ირაკლი კობახიძე აცხადებს, რომ მის ხელთ არსებული ინფორმაციით, 1600-ზე მეტი ოქმის მონაცემების თანახმად, 31 ოქტომბრის კენჭისყრის შედეგად „ქართული ოცნების“ შედეგი 51 პროცენტია. კობახიძის მტკიცებით, „ქართულმა ოცნებამ“ „მოიგო“ ყველა ქალაქი და ყველა რაიონი. ეს არის წინასწარი მონაცემი, განაცხადა კობახიძემ, მაგრამ თამამად შეიძლება ითქვას, რომ ყველა ქალაქსა და ყველა რაიონში „ქართულმა ოცნებამ“ გაიმარჯვა.

ინტერაქტიული რუკა
ინტერაქტიული რუკა

ირაკლი კობახიძის თანახმად, მაჟორიტარული ოლქების ნახევარზე მეტ შემთხვევაში „პირველ ტურში ვიგებთ ყველა შემთხვევაში არჩევნებს“, თუმცა პარტიის აღმასრულებელი მდივნის თქმით, მინიმუმ, 12 ოლქში ჩატარდება მეორე ტური, ჯერ კიდევ დასაზუსტებელი ერთი-ორი ოლქის მონაცემები. კობახიძემ განაცხადა, რომ საბოტაჟი ხორციელდება საუბნო და საოლქო კომისიების დონეზე, რაც იმაში გამოიხატება, რომ ცენტრალურ საარჩევნო კომისიაში ხდება ოქმების გაგზავნის შეფერხება კომისიის ოპოზიციის წარმომადგენელი წევრების მიერ და „ამაზე აპელირებენ". მან ახსენა, რომ კომისიის თავმჯდომარის თამარ ჟვანიას მიმართ პრესკონფერენციის დროს "საბოტაჟი" განხორციელდა და იგივე ხდება ადგილებზე. კობახიძემ იმედი გამოთქვა, რომ დილისთვის ყველ მონაცემი იქნება ცესკოს ვებგვერდზე წარმოდგენილი.

კობახიძემ ასევე განმარტა, რომ ზოგადად ოქმებში ბალანსის პრობლემა არ არის და „სპეც-უბნების" ოქმებში დისბალანსი კი ცესკომ უნდა განმარტოს, მითუმეტეს, რომ ასე ასეთ უბნებზე წარმოდგენილი ხმების რაოდენობა ერთ პროცენტზე ნაკლებია.

ცესკოს მონაცემების რეალურ დროში განახლებადი ინტერაქტიული რუკა შეგიძლიათ იხილოთ აქ.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG