Accessibility links

site logo site logo

წინასწარი მონაცემებით, რეგიონებში  "ოცნების" მაჟორიტარი  კანდიდატები თითქმის ყველგან პირველივე ტურში იგებენ


ცენტრალური საარჩევნო კომისიის წინასწარი მონაცემებით, რეგიონების მაჟორიტარულ ოლქებში მმართველი პარტიის კანდიდატები თითქმის ყველგან პირველივე ტურში იმარჯვებენ.

ამ ეტაპზე სავალდებულო 50 პროცენტი ვერ მოიპოვეს კანდიდატებმა ქუთაისის ოლქში - იქ მმართველი პარტიის კანდიდატს, ზაზა ლომინაძეს 42,3 პროცენტი აქვს, ენმ-გაერთიანებული ოპოზიციის კანდიდატს, გრიგოლ ვაშაძეს - 34,4 პროცენტი, ასევე თელავის, ახმეტის, ყვარლის და ლაგოდეხის ოლქში - იქ მმართველი პარტიის კანდიდატს, ირაკლი ქადაგიშვილს ხმების 46,36 პროცენტი აქვს, ენმ-გაერთიანებული ოპოზიციის კანდიდატს, გიორგი ბოტკოველს - 40,3 პროცენტი, და რუსთავის და გარდაბნის მუნიციპალიტეტის ოლქში - "ქართული ოცნების" კანდიდატს, ნინო ლაცაბიძეს ამ ეტაპზე ხმების 47,25 პროცენტი აქვს მოპოვებული, ენმ-გაერთიანებული ოპოზიციის კანდიდატს, დავით კირკიტაძეს - 30,44 პროცენტი.

თითქმის ყველა ოლქში მმართველი პარტიის მაჟორიტარობის კანდიდატებს მოსდევენ ენმ-გაერთიანებული ოპოზიციის კანდიდატები. გამონაკლისია ახალქალაქის და ნინოწმინდის ოლქი, სადაც მეორე ადგილზე დამოუკიდებელი კანდიდატი, ენზელ მკოიანი გადის, ამ ეტაპზე ხმების 17,9 პროცენტით, ლიდერი კი მმართველი პარტიის კანდიდატი, სამველ მანუკიანია, ამჟამად ხმების 63,99 პროცენტით.

ეს მონაცემები ეყრდნობა ცესკოს მიერ უბნების 46 % -ის დათვლის შედეგებს, ხოლო განახლებული მონაცემები მაჟორიტარული და პროპორციული არჩევნების შედეგების დათვლის შესახებ, რეალურ დროში იხილეთ ინტერაქტიულ რუკაზე აქ.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG