Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

თაკო ჩარკვიანი ამბობს რომ თუ არჩევნები ბოლომდე გაყალბდება, არ აპირებს პარლამენტში შესვლას


ცესკო-ს შენობასთან მისვლის შემდეგ არჩევნების შედეგებზე ილაპარაკა „სტრატეგია აღმაშენებლის“ მაჟორიტარმა კანდიდატმა საბურთალოს რაიონში თაკო ჩარკვიანმა. ის „ქართული ოცნების“ თავმჯდომარეს ადანაშაულებს არჩევნების გაყალბებაში და აცხადებს, რომ არ აპირებს პარლამენტში შესვლას.

„ეს თამარ ჟვანია არავინ არ არის. ივანიშვილი, რუსი ოლიგარქია სათავეში. დავწერე, რომ დარჩა-მეთქი რუსი ოლიგარქი, გაღიზიანდნენ, რომ კაპიტულანტური განცხადებაა. არაფერი კაპიტულანტური განცხადება ეს არ არის, რეალობა აღვნიშნე, რომ, რაც ოლიგარქმა გააკეთა, ეს ნიშნავს, რომ დარჩა. სხვა საკითხია ჩვენ როგორ ვუპასუხებთ. მე რისი პასუხი შემიძლია?!“ - აღნიშნავს ჩარკვიანი და ამატებს, რომ გაყალბებული მონაცემებითაც კი პირადად შესულია პარლამენტში, როგორც დეპუტატი. მიუხედავად ამისა, ჩარკვიანმა მიმართა ივანიშვილს: „ვეტყოდი რუს ოლიგარქს, სულ ფეხებზე მკიდია შენი ღირსებააყრილი პარლამენტი. ჩემი ფეხი არ იქნება იმ პარლამენტში. მესასიზღრება ეს ყველაფერი, თქვენი ყოფნა საქართველოში“.

ცესკო-ს წინასწარი მონაცემებით, „ქართულ ოცნებას" მხარს უჭერს ამომრჩევლის 49.98%. ოპოზიციური პარტიები არ ეთანხმებიან მონაცემებს და მატ უკვე დაგეგმეს საპროტესტო აქციების დაწყება.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG