Accessibility links

logo-print logo-print

ავღანეთში სამხედროებისთვის გახსნილ საარჩევნო უბნებზე "ქართულმა ოცნებამ" გაიმარჯვა


საქართველოს პარლამენტის არჩევნებისთვის საზღვარგარეთ გახსნილი უბნების წინასწარი მონაცემებით(13.46%) პირველ ადგილზე „ქართული ოცნებაა“ და მეორეზე „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა - გაერთიანებული ოპოზიცია ძალა ერთობაშია“.

მათ შორის, ავღანეთში, ნატოს მისიის მონაწილე ქართველი სამხედროებისთვის გახსნილ ორ უბანზე მმართველმა პარტიამ 808 ხმა მიიღო, ხოლო ოპოზიციურმა ბლოკმა 37.

ცესკოს საიტზე ამ დროისთვის ატვირთული ოქმების თანახმად, ავღანეთის გარდა, ხმები უკვე დათვლილია უზბეკეთის, ყაზახეთის, ქუვეითის, ყატარის და ჩინეთის უბნებზე, სადაც „ქართულმა ოცნებამ" გაიმარჯვა.

უცხოეთის 38 ქვეყანაში გახსნილი იყო 52 საარჩევნო უბანი და რეგისტრირებული იყო საერთო ჯამში, 14 170 ამომრჩეველი.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG