Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

თბილისის ყველა მაჟორიტარულ ოლქში მეორე ტურია მოსალოდნელი


საპარლამენტო არჩევნების წინასწარი შედეგებით, თბილისის ვერცერთ მაჟორიტარულ ოლქში 50%-იანი ბარიერი ვერ გადალახა ვერცერთი საარჩევნო სუბიექტის კანდიდატმა.

საარჩევნო ოქმების 58.54%-ის მონაცემებით, პირველ და მეორე ადგილებზე არიან:

სამგორი - სოზარ სუბარი („ქართული ოცნება“) 46.61% და ლევან ხაბეიშვილი(„ერთიანი ნაციონალური მოძრაობა - გაერთიანებული ოპოზიცია ძალა ერთობაშია“) 38.23%;

მთაწმინდა-კრწანისი - ბექა ოდიშარია(„ქართული ოცნება“) 47.72% და შალვა შავგულიძე („ევროპული საქართველო-მოძრაობა თავისუფლებისთვის“) 28.84%;

ისანი - კახა კახიშვილი(„ქართული ოცნება“) 47% და ხატია დეკანოიძე („ერთიანი ნაციონალური მოძრაობა - გაერთიანებული ოპოზიცია ძალა ერთობაშია“) 25.45%;

დიდუბე-ჩუღურეთი - გია ვოლსკი(„ქართული ოცნება“) 44.31% და ანა დოლიძე(დამოუკიდებელი კანდიდატი) 20.04%;

ვაკე - ნოდარ ტურძელაძე(„ქართული ოცნება“) 42.18% და ელენე ხოშტარია(„ევროპული საქართველო-მოძრაობა თავისუფლებისთვის“) 35.89%;

საბურთალო - დავით სერგეენკო(„ქართული ოცნება“) 44.99% და ალექსანდრე ელისაშვილი(„ალეკო ელისაშვილი-მოქალაქეები“) 18.63%;

გლდანი - ნიკანორ მელია („ერთიანი ნაციონალური მოძრაობა - გაერთიანებული ოპოზიცია ძალა ერთობაშია“) 43.94% და ლევან კობიაშვილი(„ქართული ოცნება“) 42.68%;

ნაძალადევი - მიხეილ ყაველაშვილი(„ქართული ოცნება“) 45.67% და შალვა ნათელაშვილი(„ლეიბორისტული პარტია“) 25.23%;

მჟორიტარული სისტემით პირველივე ტურში გამარჯვებისთვის კანდიდატმა ხმების 50%-ზე მეტი უნდა მიიღოს. წინააღმდეგ შემთხვევაში, მეორე ტურში გადადის საუკეთესო შედეგის მქონე 2 კანდიდატი.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG