Accessibility links

logo-print logo-print

ცესკოს თავმჯდომარის ბრიფინგზე ხმაური იყო


ცენტრალური საარჩევნო კომისიის თავმჯდომარის, თამარ ჟვანიას ბრიფინგზე, რომელზეც მან 1 ნოემბრის დილის 8 საათისთვის არჩევნების წინასწარი შედეგები გააცნო ჟურნალისტებს, კვლავ ხმაური იყო. თამარ ჟვანიას მიერ მონაცემების გამოცხადებას მოჰყვა „ნინო ბურჯანაძე-ერთიანი საქართველოს“ შტაბის წარმომადგენლის, ირაკლი ჭყოიძის შეძახილები. მან თამარ ჟვანიას გამყალბებელი უწოდა და გადადგომისკენ მოუწოდა:

"ნუ ავრცელებთ ამ ყალბ მონაცემებს. არ მოგცემთ ამის საშუალებას. გირჩევთ, გადადექით, თქვენ ხართ გამყალბებლები",- განაცხადა ირაკლი ჭყოიძემ.

ირაკლი ჭყოიძე ცესკოს შენობიდან დაცვამ ძალით გაიყვანა.

ცენტრალური საარჩევნო კომისიის თავმჯდომარის, თამარ ჟვანიას წინა ბრიფინგზე არჩევნების შედეგების გამოცხადებას „ერთიანი ნაციონალური მოძრაობისა“ და „ევროპული საქართველოს“ წარმომადგენლებს ხმაური მოჰყვა.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG