Accessibility links

გაიზარდა იმ რეგიონული ოლქების რიცხვი, სადაც არსებობს მეორე ტურის ალბათობა


ცენტრალური საარჩევნო კომისია განაგრძობს შემაჯამებელი ოქმების თვლას, ამ დროისთვის დათვლილია უბნების 64 პროცენტამდე და იზრდება იმ რეგიონული ოლქების რაოდენობა, სადაც არსებობს მეორე ტურის ალბათობა. ამჟამად ასეთი ექვსი ოლქია.

წინასწარი მონაცემებით, სავალდებულო 50 პროცენტი კანდიდატებმა ვერ მოაგროვეს ზუგდიდში, სადაც ქართული ოცნების კანდიდატს, ირაკლი ჩიქოვანს ხმათა 45,63 პროცენტი ერგო, ენმ-გაერთიანებული ოპოზიციის კანდიდატს, მალხაზ ჯალაღანიას - 37,7 პროცენტი; ბათუმში, სადაც მმართველი პარტიის კანდიდატს, რესან კონცელიძეს ხმების 41,41 პროცენტი აქვს, ენმ-გაერთიანებული ოპოზიციის კანდიდატს, ლევან ვარშალომიძეს - 36,31 პროცენტი; ქუთაისში, სადაც ქართული ოცნების კანდიდატს, ზაზა ლომინაძეს ამ ეტაპზე ხმების 41,08 პროცენტი აქვს, ენმ-გაერთიანებული ოპოზიციის კანდიდატს, გრიგოლ ვაშაძეს - 35,3 პროცენტი.

ასეთივე სურათია თელავის, ახმეტის, ყვარლის და ლაგოდეხის ოლქში - იქ ქართული ოცნების კანდიდატს, ირაკლი ქადაგიშვილს ამ ეტაპზე ხმების 47,03 პროცენტი აქვს, ენმ-გაერთიანებული ოპოზიციის კანდიდატს, გიორგი ბოტკოველს - 40 პროცენტი; რუსთავის და გარდაბნის მუნიციპალიტეტის ნაწილში - ქართული ოცნების კანდიდატს, ნინო ლაცაბიძეს იქ ხმების 49, 03 პროცენტი აქვს ამ ეტაპზე, ენმ-გაერთიანებული ოპოზიციის კანდიდატს, დავით კირკიტაძეს 30,13 პროცენტი; და ხაშურის, ქარელის, ვარიანის, ნიქოზის, ტირძნისის, სკრისას და შინდისის ოლქში, სადაც მმართველი პარტიის კანდიდატს, ზაალ დუგლაძეს წინასწარი მონაცემებით ხმების 48,62 პროცენტი აქვს, ენმ-გაერთიანებული ოპოზიციის კანდიდატს, ნატო ჩხეიძეს - 30,8 პროცენტი.

შემაჯამებელი ოქმების დათვლის პროცესი გრძელდება.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG