Accessibility links

site logo site logo

წინასწარი შედეგებით, აჭარის უმაღლეს საბჭოში დეპუტატები ეყოლება 1 პარტიას და 1 ბლოკს


აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლესი საბჭოს არჩევნების წინასწარი შედეგებით, პროპორციული სისტემით, 5% ბარიერი გადალახა მხოლოდ ორმა საარჩევნო სუბიექტმა:

,,ქართული ოცნება - დემოკრატიული საქართველო''(48.3%);

„ერთიანი ნაციონალური მოძრაობა-გაერთიანებული ოპოზიცია ძალა ერთობაშია“(34%).

მაჟორიტარული სისტემით, სამივე ოლქში - ბათუმი, ქობულეთი და ხელვაჩაური-ქედა-შუახევი-ხულო „ქართული ოცნების“ კანდიდატები ლიდერობენ.

31 ოქტომბერს აჭარაში საქართველოს პარლამენტის არჩევნებთან ერთად ჩატარდა უმაღლესი საბჭოს არჩევნები, რომელშიც 20 პარტია და 2 ბლოკი მონაწილეობდა.

აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლესი საბჭოს 21 დეპუტატიდან 18 პროპორციული და 3 მაჟორიტარული სისტემით აირჩევა.

საბჭო უმაღლესი წარმომადგენლობითი ორგანოა, რომელიც ავტონომიური რესპუბლიკის უფლებამოსილებების ფარგლებში ახორციელებს საკანონმდებლო საქმიანობას, აკონტროლებს აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობას და ახორციელებს კანონმდებლობით განსაზღვრულ სხვა უფლებამოსილებებს.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG