Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ირაკლი კობახიძე: 30-ვე მაჟორიტარულ ოლქში ველით უპირობო გამარჯვებას


„ქართული ოცნების“ ლიდერი ირაკლი კობახიძე აცხადებს, რომ პარტია 30-ვე მაჟორიტარულ ოლქში ელის გამარჯვებას.

„14 შემთხვევაში მინიმუმ და, სავარაუდოდ, ეს იქნება 16 შემთხვევაც, ჩვენ პირველ ტურში ვიგებთ არჩევნებს, თუმცა დანარჩენ შემთხვევებში გვექნება მეორე ტური და იქ დარწმუნებული ვართ არჩევნების მოგებაში“, - ამბობს კობახიძე.

პარლამენტის ყოფილი თავმჯდომარის თქმით, არჩევნები რომ თვე-ნახევრის წინ ჩატარებულიყო, „ქართული ოცნება“, მისივე პროგნოზის მიხედვით, ხმების 60%-ს აიღებდა.

„საკმაოდ რეალური იყო ბევრად უფრო მაღალი შედეგი, თუმცა გარკვეულმა ფაქტორებმა, მათ შორის, პანდემიამ მოახდინა უარყოფითი გავლენა. ერთი, რომ ინფიცირების მაჩვენებელი არის გაზრდილი და, გარდა ამისა, ეკონომიკური მდგომარეობაც მძიმდება ყველა ქვეყანაში“, - განაცხადა კობახიძემ.

31 ოქტომბრის საპარლამენტო არჩევნებში, 12 საათის მონაცემებით, ლიდერობს „ქართული ოცნება“ ამომრჩეველთა ხმების 48%-ით. საარჩევნო ბარიერი კი, საერთო ჯამში, 9 პარტიამ გადალახა.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG