Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

იმედი მაქვს, რომ ოპოზიცია უარს იტყვის მანდატებზე, რომელიც გადმოუგდეს - ჟორჟოლიანი


„ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ მაჟორიტარი კანდიტატი, ტელეწამყვანი ნანუკა ჟორჟოლიანი აცხადებს, რომ მას იმედი აქვს, ოპოზიცია უარს იტყვის 2020 წლის საპარლამენტო არჩევნებში მიღებულ მანდატებზე:

„ძაან დიდი იმედი მაქვს, რომ ოპოზიცია უარს იტყვის ამ მანდატებზე, რომელიც მიიღეს, რომელიც გადმოუგდეს ასე რაღაცნაირად. და ძაან დიდი იმედი მაქვს, რომ სხვა გზით წავალთ“, - თქვა ჟორჟოლიანმა „ტვ პირველის“ ეთერში. მისივე მტკიცებით, არჩევნები ბევრი დარღვევით ჩატარდა.

13 საათის მონაცემებით, სამტრედიის, წყალტუბოს, ვანისა და ხონის მაჟორიტარულ ოლქში ნანუკა ჟორჟოლიანმა ხმების 30%-მდე მიიღო, ხოლო მისმა კონკურენტმა „ქართული ოცნებიდან“, გივი ჭიჭინაძემ - 52%-ზე მეტი.

31 ოქტომბრის საპარლამენტო არჩევნებში, 13 საათის მონაცემებით, ლიდერობს „ქართული ოცნება“ ამომრჩეველთა ხმების 48%-ით. საარჩევნო ბარიერი კი, საერთო ჯამში, 9 პარტიამ გადალახა.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG