Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

კოსაჩოვი: საქართველოში არჩევნების ნებისმიერი შედეგის შემთხვევაში არ არსებობდა ურთიერთობის გაუმჯობესების შანსი


საქართველოში ჩატარებული არჩევნების ნებისმიერი შედეგის შემთხვევაში არ არსებობდა რუსეთთან ურთიერთობის გაუმჯობესების შანსი. ამის შესახებ სააგენტო „რია ნოვოსტის“ განუცხადა რუსეთის ფედერაცის საბჭოს საერთაშორისო საქმეთა კომიტეტის თავმჯდომარემ, კონსტანტინ კოსაჩოვმა.

მისი თქმით, ასეთი შანსი გაჩნდება, როცა ქართველი პოლიტიკოსები დაეთანხმებიან აშკარა, მაგრამ მათთვის უსიამოვნო სიმართლეს, რომ 2008 წელს, „აფხაზეთის და სამხრეთ ოსეთის დამოუკიდებლობის თვითგამოცხადება“ იყო არა რუსული, არამედ „რუსეთის ამ ორი ხალხის“ მიმართ ჯერ კიდევ საბჭოთა პერიოდიდან არსებული მცდარი ქართული პოლიტიკის შედეგი.

კოსაჩოვის განცხადებით, თუ ქართველი პოლიტიკოსები ამას აღიარებენ და იმის ვაჟკაცობა ეყოფათ, რომ აფხაზებს და სამხრეთელ ოსებს თანასწორი დიალოგი შესთავაზონ, რუსულ-ქართულ ურთიერთობებს გაუჩნდება ნორმალიზების და კეთილმეზობლობის შანსი.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG