Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

მარნეულის მე-18 უბანზე დაკარგული შემაჯამებელი ოქმი იპოვეს - კომისიის თავმჯდომარე


მარნეულის მუნიციპალიტეტში, მე-18 საარჩევნო უბნის შემაჯამებელი ოქმი, რომელიც გუშინ დაიკარგა, იპოვეს. ამის შესახებ მარნეულის საოლქო საარჩევნო კომისიის თავმჯდომარემ ანა ილურიძემ განაცხადა.

„პოლიციამ აწარმოა მოკვლევა, დამიკავშირდნენ უკვე. იპოვეს ეს ოქმი. გავაფორმებთ შესაბამის დოკუმენტაციას, მივიღებთ კანონით გათვალისწინებულ შესაბამის ზომებს“, - უთხრა ჟურნალისტებს ანა ილურიძემ.

მარნეულის მუნიციპალიტეტის სხვადასხვა საარჩევნო უბანზე - ყარაჯალაში, ყიზილაჯლოში, დაშთაფსა და ქალაქ მარნეულში - 31 ოქტომბრის დილიდან ხშირი იყო დაპირისპირება, კამათი, ყვირილი. საარჩევნო უბნების დახურვის შემდეგ, მე-18 უბანზე ხმების დათვლა შეფერხდა, ვინაიდან დაიკარგა შემაჯამებელი ოქმი.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG