Accessibility links

site logo site logo

კვებეკში თავდამსხმელმა დანით ორი კაცი მოკლა და ხუთი დაჭრა


ეჭვმიტანილის დაკავება კვებეკში

კანადის პოლიციამ 1 ნოემბერს დააპატიმრა ეჭვმიტანილი, რომელიც წინა დღით დანით დაესხა თავს ადამიანებს ქალაქ კვებეკში. თავდასხმის შედეგად ორი ადამიანი დაიღუპა, ხოლო ხუთმა მიიღო სხვადასხვა სიმძიმის ჭრილობა. ისინი საავადმყოფოში არიან გადაყვანილი.


"როიტერსის" თანახმად, კვებეკის პოლიციაში ჯერჯერობით არ ამბობენ, თუ რა მოტივი ჰქონდა თავდასხმას და ჰყავდა თუ არა ეჭვმიტანილს თანამზრახველები.


მოწმეების თქმით, დამნაშავეს ემოსა „შუა საუკუნის დროინდელი ტანსაცმელი“ და ხელთ ეპყრა წვეტიანი იარაღი.

თავდასხმა მოხდა კვებეკის ისტორიულ უბანში, სადაც პროვინციის საკანონმდებლო ორგანოს შენობა დგას.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG