Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

მინსკში მილიციამ დაიწყო დემონსტრანტების დაკავება


ბელარუსის დედაქალაქში, სადაც დღეს „ტერორის საწინააღმდეგო“ მსვლელობა იმართება, მილიციამ ქალაქის რამდენიმე ადგილზე უკვე დაიწყო დემონსტრანტების დაკავება.


რადიო თავისუფლების ბელარუსული სამსახურის ცნობით, მსვლელობაში რამდენიმე ათასი ადამიანი მონაწილეობს.

მსვლელობის მონაწილეები მიემართებიან მინსკთან ახლომდებარე კურაპატების ტყესთან, სადაც აღმოჩენილ იქნა 1930-1940-იან წლებში მასობრივად დახვრეტილი ადამიანების სამარხები.

მინსკში გაჩერებულია რამდენიმე მეტროს სადგური, რათა ხელი შეუშალოს ადამიანების გადადგილებას. შეფერხებით მუშაობს ინტერნეტი.

ქალაქის ცენტრალურ რესპუბლიკის მოედანზე მობილიზებული არიან სამართალდამცველები და ე.წ. ავტოზაკები (პატიმრების გადამყვანი სატვირთო მანქანები).

ბელარუსში არ წყდება საპროტესტო აქციები, რაც მოჰყვა 9 აგვისტოს გამართულ არასამართლიან და არადემოკრატიულ საპრეზიდენტო არჩევნებს, რომელზეც გამარჯვებულად გამოცხადდა ალიაქსანდრ ლუკაშენკა.

ბელარუსში მილიციამ სულ მცირე 8 ადამიანი დააკავა შაბათის ტრადიციულ ქალთა მარშზე, რომელსაც 31 ოქტომბერს შეუერთდნენ ასევე უნარშეზღუდული პირებიც.

ბელარუსის ოპოზიცია აცხადებს, რომ აგვისტოს კენჭისყრის შედეგები გააყალბეს და რომ არჩევნებში ოპოზიციონერმა აქტივისტმა სვიატლანა ციხანოუსკაიამ გაიმარჯვა.

მრავალკვირიანი საპროტესტო გამოსვლების განმავლობაში 12 ათასზე მეტი ადამიანი დააკავეს, ასობით აწამეს, რამდენიმე დაიღუპა.

ევროკავშირი და აშშ ლუკაშენკას არ ცნობენ ლეგიტიმურ პრეზიდენტად.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG