Accessibility links

logo-print logo-print

ირმა ინაშვილი: არ ვცნობთ ამ არჩევნების შედეგებს!


„პატრიოტთა ალიანსის“ ლიდერი ირმა ინაშვილი საპარლამენტო არჩევნების შედეგებს გაყალბებულად მიიჩნევს. იგი „ფეისბუკზე“ წერს, რომ არ აპირებს არჩევნების შედეგების ცნობას.

„მიგვაჩნია, რომ ქართველი ხალხისთვის სრულიად ნათელია - არჩევნები ტოტალურად და სამარცხვინოდ გაყალბდა! აბსოლუტურად შეუძლებელია, რომ საქართველოს პატრიოტთა ალიანსს ამ არჩევნებში მიეღო 3%! შეუძლებელია, რომ პარტიის საპროტესტო აქციებში მონაწილეობდეს უფრო მეტი ადამიანი, ვიდრე არჩევნებში მოგვცა ხმა! ჩვენს მხარდამჭერებს მოვუწოდებ: გამოიჩინეთ მოთმინება, ამ წუთებში პარტიის პოლიტსაბჭო მსჯელობს შემდგომი მოქმედებების გეგმაზე. ჩვენ არ ვაპირებთ დათმობას! იქნება აქციებიც და იქნება მოწოდებებიც! ჩვენ ვემზადებით დიდი ბრძოლისთვის. მკაფიოდ ვამბობთ: არ ვცნობთ ამ არჩევნების შედეგებს! მადლობას ვეუბნები ჩვენს მხარდამჭერებს, აქტივს, ყველას, ვინც მზადაა ჩვენთან ერთად იმოქმედოს! ვითხოვთ ხელახალ არჩევნებს!“ - წერს ინაშვილი.

ცესკო-ს წინასწარი მონაცემებით, „პატრიოტთა ალიანსმა“ საპარლამენტო არჩევნებში მოიპოვა ხმების 3.18%.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG