Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

გიგი უგულავა 8 ნოემბერს დიდ საპროტესტო აქციას აანონსებს


„ევროპული საქართველოს“ ლიდერი, გიგი უგულავა, კვირას, 8 ნოემბერს, დიდ საპროტესტო აქციას აანონსებს. ამის შესახებ მან გაერთიანებული ოპოზიციის აქციაზე სიტყვით გამოსვლისას თქვა:

„ყველა პოლიტიკური ორგანიზაცია, სამოქალაქო საზოგადოება და მთლიანად ქართული საზოგადოება, ვგეგმავთ გრანდიოზულ აქცია-მსვლელობას, რომ კიდევ ერთხელ დავანახოთ ამ თაღლითს, რა არის საქართველო და ვინ არის საქართველო. მანამდე, ამ ერთი კვირის განმავლობაში, უნდა დავიაროთ, გავამხნევოთ ხალხი, რომელიც გუშინ შოკში იყო, რომელიც უყურებდა გამარჯვებას და ხელიდან გამოსტაცეს ეს გამარჯვება. ასე ვერ გაგრძელდება. ჩვენ უნდა ვანახოთ ძალა, რადგან ამ თაღლითს მარტო ძალის ენა ესმის და ხალხმა თავის ძალა უნდა დაანახოს“.

საქართველოს პარლამენტის წინ, ამ წუთებში, გაერთიანებული ოპოზიციის აქცია მიმდინარეობს, რომელზეც ოპოზიციონერი პოლიტიკური ლიდერები და მათი მხარდამჭერები საპარლამენტო არჩევნების შედეგებს აპროტესტებენ. ისინი აცხადებენ, რომ არჩევნები გაყალბდა და ამ შედეგებთან შეგუებას არ აპირებენ.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG