Accessibility links

site logo site logo

რუსეთში 18 ათასს გადააჭარბა ერთ დღეში COVID-19-ით დაინფიცირების რიცხვმა


გასული დღე-ღამის განმავლობაში რუსეთში 18665-ს გადააჭარბა კორონავირუსით დაინფიცირების შემთხვევებმა, რაც აქამდე ერთი დღის ყველაზე მაღალი მაჩვენებელია.


ჯონს ჰოპკინსის უნივერსიტეტის კოვიდსტატისტიკით, ეპიდემიის განმავლობაში 1,63 მილიონზე მეტი ინფიცირებულით რუსეთი მსოფლიოში მეოთხე ადგილზეა.


ქვეყნის ოპერატიული შტაბის თანახმად, წუხელ 245 პაციენტი გარდაიცვალა საშიში ინფექციით. მთლიანობაში, ეპიდემიის განმავლობაში რუსეთში გარდაიცვალა 28235 კაცი.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG