Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

გიგი უგულავა: "ევროპული საქართველო" არ აპირებს ამ პარლამენტში შესვლას


„ევროპული საქართველოს“ გენერალურმა მდივანმა გიგი უგულავამ ტელეკომპანია „ფორმულის“ ეთერში რუსთაველის გამზირზე მიმდინარე საპროტესტო აქციიდან ჩართვისას თქვა, რომ ხალხი არ მიიღებს საპარლამენტო არჩევნების შედეგებს. „ეს არჩევნები „ჩეკივით" არის გამოწერილი“, - აღნიშნავს ის.

პოლიტიკოსმა ილაპარაკა, რას მოიმოქმედებს მისი პარტია. „ევროპული საქართველო“ არ აპირებს ამ პარლამენტში შესვლას. ეს შემიძლია გითხრათ ცალსახად. თუ ვინმე ყოყმანობს, ეს ლეგიტიმურია, მესმის ადამიანების, არ ვაპირებ მათ დამუნათებას, მაგრამ ვინც მერყეობს, მათ სიმტკიცეს შემატებს, რაც რუსთაველის გამზირზე ხდება“, - ამბობს გიგი უგულავა.

ოპოზიცია საპარლამენტო არჩევნების წინასწარ შედეგებს აპროტესტებს. ცესკო-ს წინასწარი მონაცემებით, „ევროპულმა საქართველომ“ მიიღო ხმების 3.77%.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG