Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

სამართალდამცველებმა მინსკში 120 დემონსტრანტი დააკავეს


1 ნოემბერს მილიციამ და უსაფრთხოების ძალებმა ძალის გამოყენებით დაშალეს „ტერორის საწინააღმდეგო მარში“ და დააკვეს 120-ზე მეტი დემონსტრანტი.
ამის შესახებ უფლებათდაცველმა ორგანიზაცია „ვიასნამ“ აცნობა რადიო თავისუფლების ბელარუსულ სამსახურს. თუმცა დაკავებულთა რაოდენობის დასადგენად უფლებათდაცველები კვლავ აგრძელებენ მუშაობას.


1 ნოემბერს გამართული „ტერორის საწინააღმდეგო მარშის“ მონაწილეები მინსკის ცენტრალური ქუჩების გავლით ცდილობდნენ მინსკთან ახლომდებარე კურაპატების ტყესთან მისვლას, სადაც აღმოჩენილ იქნა 1930-1940-იან წლებში მასობრივად დახვრეტილი ადამიანების სამარხები.


მაგრამ დემონსტრანტებს გზა გადაუკეტა მილიციის კორდონმა და ცრემლსადენი გაზისა და ჰაერში გამაფრთხილებელი გასროლით შეეშალა ხალხის დაშლას.

ბელარუსში არ წყდება საპროტესტო აქციები, რაც მოჰყვა 9 აგვისტოს გამართულ არასამართლიან და არადემოკრატიულ საპრეზიდენტო არჩევნებს, რომელზეც გამარჯვებულად გამოცხადდა ალიაქსანდრ ლუკაშენკა.

ბელარუსში მილიციამ სულ მცირე 8 ადამიანი დააკავა შაბათის ტრადიციულ ქალთა მარშზე, რომელსაც 31 ოქტომბერს შეუერთდნენ ასევე უნარშეზღუდული პირებიც.

ბელარუსის ოპოზიცია აცხადებს, რომ აგვისტოს კენჭისყრის შედეგები გააყალბეს და რომ არჩევნებში ოპოზიციონერმა აქტივისტმა სვიატლანა ციხანოუსკაიამ გაიმარჯვა.

მრავალკვირიანი საპროტესტო გამოსვლების განმავლობაში 12 ათასზე მეტი ადამიანი დააკავეს, ასობით აწამეს, რამდენიმე დაიღუპა.

ევროკავშირი და აშშ ლუკაშენკას არ ცნობენ ლეგიტიმურ პრეზიდენტად.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG