Accessibility links

logo-print logo-print

დიდი ბრიტანეთი სრული იზოლაციის რეჟიმს უბრუნდება, სხვა ევროპული ქვეყნის მსგავსად


ბორის ჯონსონი

5 ნოემბრიდან დიდი ბრიტანეთში ამოქმედდება საყოველთაო კარანტინი - ლოკდაუნი, რომელიც ერთი თვის განმავლობაში გაგრძელდება ქვეყანაში კორონავირუსის მეორე ტალღის წინააღმდეგ ბრძოლის მიზნით. კარანტინის განმავლობაში მოქალაქეებს უფლება ექნებათ, რომ მხოლოდ „განსაკუთრებულ შემთხვევებში“ დატოვონ სახლები. დასაშვები იქნება გარეთ გასვლა პროდუქტებისა და მედიკამენტების შესაძენად, სამსახურებსა და სკოლებში სიარული, მოხუცების მოვლა და ღია ცის ქვეშ ვარჯიში.



ლოკდაუნის შემოღების შესახებ 31 ოქტომბერს განაცხადა ბრიტანეთის პრემიერ-მინისტრმა ბორის ჯონსონმა მას შემდეგ, რაც ქვეყანაში ჯანდაცვის სფეროს წარმომადგენლები შიშობენ, რომ დაინფიცირებულთა რაოდენობის სწრაფმა ზრდამ შესაძლოა ჯანდაცვის სისტემის კოლაფსი გამოიწვიოს.


ბრიტანეთში 46 000-ს მიაღწია COVID-19-ით გარდაცვლილ პაციენტთა რაოდენობამ, რაც ყველაზე მაღალია ევროპაში.


მკაცრი საკარანტინო ზომებს დიდი ბრიტანეთი მიმართავს საფრანგეთის, გერმანიისა და სხვა ევროპული ქვეყნების მსგავსად, რომლებიც ლოკდაუნის რეჟიმს განმეორებით დაუბრუნდნენ ვირუსული ეპიდემიის ხელახალი აფეთქების გამო.


31 ოქტომბერს ნაწილობრივი ლოკდაუნი გამოაცხადეს პორტუგალიამ და ავსტრიამ, 2 ნოემბრიდან საკარანტინო რეჟიმს დაუბრუნდება საბერძნეთიც.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG