Accessibility links

logo-print logo-print

ცნობილია, რომელ პარტიას რამდენი დეპუტატი ეყოლება 2020 წლის პარლამენტში


ცესკომ ხმების დათვლა დაასრულა და უკვე ცნობილია, რომელი პარტია რამდენი დეპუტატით შევა მომავალ პარლამენტში. ყველაზე მეტი დეპუტატი მოქმედ მმართველ პარტიას ეყოლება.

პროპორციული წესით მიღებული ხმების მიხედვით 120 მანდატი პარტიებზე ასე გადანაწილდა:

  • „ქართული ოცნება“ - 61 დეპუტატი;
  • „ნაციონალური მოძრაობა" - „ძალა ერთობაშია“ - 35 დეპუტატი;
  • „ევროპული საქართველო“ – 5 დეპუტატი;
  • „სტრატეგია აღმაშენებელი“ – 4 დეპუტატი;
  • „ლელო“ – 4 დეპუტატი;
  • „პატრიოტთა ალიანსი“ – 4 დეპუტატი;
  • „გირჩი“ – 4 დეპუტატი;
  • „მოქალაქეები“ – 2 დეპუტატი;
  • „ლეიბორისტული პარტია“ - 1 დეპუტატი.

"ქართულ ოცნებას" 30 მაჟორიტარული ოლქიდან 14 უკვე მოგებული აქვს, რაც იმას ნიშნავს, რომ პარტიას, ამ დროის მონაცემებით, უკვე აქვს 75 მანდატი. დარჩენილ 16 ოლქში მეორე ტური იმართება, თუ "ქართული ოცნება" ერთ-ერთს მაინც მოიგებს, ის კვლავ საპარლამენტო უმრავლესობაში იქნება და მთავრობას დააკომპლექტებს.

  • ოპოზიციური პარტიების ნაწილი აცხადებს, რომ არ ენდომა ცესკოს შედეგებს და პარლამენტში შესვლაზე უარს იტყვის. მათი ზუსტი რაოდენობა უცნობია.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG