Accessibility links

site logo site logo

ეგზიტპოლის შედეგად მოლდოვაში პრეზიდენტს მეორე ტურის არჩევნები გამოავლენს


მოლდოვაში პრეზიდენტის არჩევნებში გამარჯვებულს მეორე ტური გამოავლენს, - ასეთი დასკვნა გამომდინარეობს ხმის მიცემის პროცესში ჩატრებული ეგზიტპოლის შედეგად, რომელიც მოლდოვაში საარჩევნო უბნების დახურვისთანავე გამოქვეყნდა.

WatchDog.md-ისა და საჯარო პოლიტიკის ინსტიტუტის მიერ ჩატარებული ეგზიტპოლის თანხმად 1 ნოემბერს გამართულ არჩევნებში ქვეყნის მოქმედი პრეზიდენტი, იგორ დოდონი, ხმათა 41%-ს ღებულობს, მისი მეტოქე, ქვეყნის ყოფილი პრემიერ-მინისტრი, მაია სანდუ - 35%ს.

პირველ ტურში გასამარჯვებლად ვერც ერთი კანდიდატი ვერ აგროვებს საჭირო 50%-ზე მეტს.


თუ ეს თანაფარდობა ძალაში დარჩა ცენტრალური საარჩევნო კომისიის საბოლოო შედეგითაც, მაშინ არჩევნების მეორე ტური ორი კვირაში, 15 ნოემბერს, გაიმართება.

პრეზიდენტი იგორ დოდონი მხარს უჭერს მჭიდრო პარტნიორობას რუსეთთან და მისი ლიდერობით მოქმედ ევრაზიულ კავშირთან. მაია სანდუ კი მოლდოვის ევროპული კურსის მტკიცე მომხრეა და მოითხოვს სეპარატისტული დნესტრისპირეთიდან რუსეთის სამხედრო ძალის გაყვანას.

აღსანიშნავია, რომ 2016 წლის საპრეზიდენტო არჩევნებში იგორ დოდონმა მეორე ტურში სძლია მაია სანდუს.

მოლოდვის ცენტრალური საარჩევნო კომისიის თანხმად 1 ნოემბრის საპრეზიდენტო არჩევნებში მონაწილეობა მიიღო ამომრჩეველთა 42,75%-მა.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG