Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

დიდი ბრიტანეთი საქართველოს მოუწოდებს არჩევნების მეორე ტურის სამართლიანად ჩატარებისკენ


დიდი ბრიტანეთი იზიარებს საერთაშორისო სადამკვირვებლო მისიის შეფასებას საქართველოში ჩატარებული საპარლამენტო არჩევნების შესახებ.

საგარეო და თანამეგობრობის საქმეთა და განვითარების მინისტრი ვენდი მორტონი ტვიტერზე წერს, რომ დიდი ბროტანეთი ეთანხმება ეუთო/ოდირს, რომ საქართველოში არჩევნები იყო კონკურენტული და ძირითადი თავისუფლებები დაცული იყო ამომრჩევლებზე ზეწლის შესახებ ბრალდებების ფონზე. დიდი ბრიტანეთის მოწოდებაა, რომ კენჭისყრის მეორე ტური ჩატარდეს სამართლიანად, კანონის დაცვით და შეესაბამებოდეს საქართველოს საგარეო გლობალურ მისწრაფებებს.

31 ოქტომბრის არჩევნების წინასწარი შედეგებით, მეათე მოწვევის პარლამენტში პროპორციული წესით არჩეული ყველაზე მეტი დეპუტატი "ქართულ ოცნებას" ეყოლება.

120 მანდატი ასე განაწილდა:

  • „ქართული ოცნება“ - 61;
  • „ნაციონალური მოძრაობა - ძალა ერთობაშია“ - 35;
  • „ევროპული საქართველო“ – 5;
  • „სტრატეგია აღმაშენებელი“ – 4;
  • „ლელო“ – 4;
  • „პატრიოტთა ალიანსი“ – 4;
  • „გირჩი“ – 4;
  • „მოქალაქეები“ – 2;
  • „ლეიბორისტული პარტია“ - 1.

მაჟორიტარული სისტემით, "ქართულ ოცნების" კანდიდატებმა 30 ოლქიდან 14-ში პირველივე ტურში გაიმარჯვეს, რაც იმას ნიშნავს, რომ პარტიას უკვე აქვს 75 მანდატი. 16 ოლქში მეორე ტური გაიმართება. საპარლამენტო უმრავლესობის შესაქმნელად და მთავრობის ფორმირებისთვის "ქართულ ოცნებას" ერთ ოლქში გამარჯვებაც ჰყოფნის.

ოპოზიციური პარტიები აცხადებენ, რომ არჩევნები გაყალბდა და პარლამენტში შესვლაზე უარს იტყვიან. საბოლოოდ რამდენი პარტია მიიღებს ასეთ გადაწყვეტილებას, ჯერჯერობით უცნობია.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG