Accessibility links

logo-print logo-print

კორონავირუსით ინფიცირებული აჭარის ჯანდაცვის მინისტრი უსიმპტომოდ, სახლში იმყოფება


ნინო ნიჟარაძე

აჭარის ჯანდაცვის მინისტრი ნინო ნიჟარაძე თავს კარგად გრძნობს და სახლში, თვითიზოლაციაში იმყოფება. ამის შესახებ რადიო თავისუფლებას უთხრეს სამინისტროს პრესსამსახურში. მისივე ცნობით, ნინო ნიჟარაძის ვირუსული ინფექცია უსიმპტომოა და მუშაობას სახლიდან აგრძელებს.

აჭარის ჯანდაცვის მინისტრს კორონავირუსი 30 ოქტომბერს დაუდგინდა. ინფიცირების წყარო უცნობია.

სამინისტროში აცხადებენ, რომ თანამშრომლების თვითიზოლაციაში გადასვლის აუცილებლობა არ დადგინდა, რადგან მინისტრთან მათი ურთიერთობისას ყველა წესი დაცული იყო. ჯანდაცვის მინისტრის ორივე მოადგილე და თანამშრომლები მუშაობას სამინისტროს შენობაში აგრძელებენ.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG