Accessibility links

logo-print logo-print

ეკა ბესელია პარლამენტში ვერ შედის - ცესკოს მონაცემები


რამდენიმე მოწვევის პარლამენტის წევრი, ეკა ბესელია 2020 წლის პარლამენტში ვერ შევა. ასეთია ცესკოს მონაცემები, რომელიც ხმების 100 პროცენტის დათვლას ემყარება.

პარტიამ ერთპროცენტიანი ზღვარი ვერ გადალახა. ცესკოს მონაცემებით, პარტიამ მხოლოდ 2 051 ხმა მიიღო, რაც 0,11 %-ია.

ოპოზიციური პარტიების დიდი ნაწილი აცხადებს, რომ არ ენდობა ცესკოს შედეგებს და პარლამენტში შესვლაზე უარს იტყვის.

ამ დროის მონაცემებით, როცა ხმების 100 პროცენტი დათვლილია, "ქართულმა ოცნებამ" 150-კაციან პარლამენტში 75 მანდატი უკვე მოიპოვა. მას სულ ერთი მანდატიღა დასჭირდება იმისთვის, რომ ჰქონდეს უმრავლესობა.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG