Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ოკუპირებულ ცხინვალის რეგიონში კორონავირუსის 137 ახალი შემთხვევაა


რუსეთის მიერ ოკუპირებულ ცხინვალის რეგიონში კორონავირუსის 137 ახალი შემთხვევა დაადასტურეს.

ე.წ. სამხრეთ ოსეთის რესპუბლიკის მთავარმა სანიტარიულმა ექიმმა მარინა კოჩიევამ სააგენტო „რესს“ უთხრა, რომ ინფიცირების 137 შემთხვევა გამოვლენილია გასული ორი დღე-ღამის განმავლობაში.

დე ფაქტო მთავრობას მაისის შემდეგ დადასტურებული აქვს კორონავირუსის 1054 შემთხვევა და 11 ადამიანის გარდაცვალება.

საქართველოს მეორე ოკუპირებულ რეგიონში - აფხაზეთში, დე ფაქტო ხელისუფლებას აპრილიდან 1 ნოემბრის ჩათვლით აღრიცხული აქვს კორონავირუსის 4302 შემთხვევა, მათგან 2314 გამოჯანმრთელების. COVID-19-ით გარდაცვლილია 42 ადამიანი.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG