Accessibility links

site logo site logo

ნათია თურნავაც, გიორგი გახარიას მსგავსად, თვითიზოლაციაშია


​საქართველოს ეკონომიკის მინისტრი ნათია თურნავა თვითიზოლაციაშია. ინფორმაციას ეკონომიკის სამინისტროს პრესსამსახური ავრცელებს.

"ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრი თვითიზოლაციაში იმყოფება - კოვიდინფიცირებულთან კონტაქტის გამო ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრი ნათია თურნავა თვითიზოლაციაში გადავიდა. ამ ეტაპისთვის მას არ აღენიშნება Covid-19-სთვის დამახასიათებელი რაიმე სიმპტომი და თავს კარგად გრძნობს", - ვკითხულობთ განცხადებაში.

გუშინ, 1 ნოემბერს თვითიზოლაციის შესახებ ინფორმაცია გაავრცელა გიორგი გახარიამ, საქართველოს პრემიერ-მინისტრმა. მანაც აღნიშნა, რომ მიზეზი ინფიცირებულთან მჭიდრო კონტაქტი იყო. გახარიამ 31 ოქტომბრის არჩევნებში მიიღო მონაწილეობა.

მოქმედი რეგულაციებით, დაუცველი კონტაქტის დროს, პირბადის გარეშე ორ მეტრზე ახლო დისტანციაზე ინფიცირებულთან კომუნიკაციის შემთხვევაში, აუცილებელია, პირი თვითიზოლაციაში გადავიდეს.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG