Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ქაბულის უნივერსიტეტში შეიარაღებული ინციდენტი მოხდა


პოლიცია ქაბულის უნივერსიტეტთან
პოლიცია ქაბულის უნივერსიტეტთან

2 ნოემბერს სროლა ქაბულის უნივერსიტეტში მოხდა. უშიშროების ძალებმა კამპუსს ალყა შემოარტყეს.

შინაგან საქმეთა მინისტრ ტარიკ არიანის თქმით, სროლა გრძელდება, თუმცა ჯერჯერობით არ მოიპოვება დაშავებულების შესახებ ცნობები.

თალიბანის წარმომადგენელმა ზაბიულა მუჯაჰიდმა უარყო თავდასხმასთან კავშირი.

უმაღლესი განათლების სამინისტროს წარმომადგენელმა, ჰამიდ ობაიდიმ განაცხადა, რომ ხდება შენობიდან სტუდენტების ევაკუაცია, სროლა ისმის უნივერსიტეტის შიგნით.

სხვა დეტალებს არ იტყობინებიან, მაგრამ, გავრცელებული ცნობებით, დღეს უნივერსიტეტის შენობაში მთავრობის რამდენიმე მაღალი რანგის წევრს ელოდნენ ირანული წიგნების ბაზრობის გახსნაზე დასასწრებად.

შარშან კამპუსის ჭიშკართან ბომბის აფეთქებას რვა ადამიანი ემსხვერპლა. 2016 წელს შეიარაღებული პირები თავს დაესხნენ ქაბულის ამერიკულ უნივერსიტეტს და 13 ადამიანი მოკლეს. გასულ კვირაში ტერორისტულმა ორგანიზაცია „ისლამურმა სახელმწიფომ“ თვითმკვლელი გაგზავნა ქაბულის ძირითადად შიიტებით დასახლებულ უბანში მდებარე საგანმანათლებლო ცენტრში. აფეთქებას 24 სტუდენტი ემსხვერპლა.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG