Accessibility links

site logo site logo

გიგი უგულავა: ამ გაყალბებულ პარლამენტში შესვლა ნიშნავს პირდაპირ "ქართულ ოცნებაში" შესვლას


გიგი უგულავა

„ევროპული საქართველოს“ ერთ-ერთი ლიდერის, გიგი უგულავას განცხადებით, პარტიის გადაწყვეტილებაა, სრული ბოიკოტი გამოუცხადოს 31 ოქტომბრის არჩევნების შედეგად არჩეულ პარლამენტს.

„არც ერთი ჩვენთაგანი არ მიიღებს იმ გადმოგდებულ მანდატებს, იმიტომ რომ ეს პარლამენტი არ ასახავს ქართველი ხალხის ნებას“, - განაცხადა გიგი უგულავამ პარტიის მიერ გამართულ სპეციალურ ბრიფინგზე. მისი თქმით, „ევროპული საქართველოს“ მთავარი მოთხოვნა არის ვადამდელი არჩევნების გამართვა:

„სხვა შემთხვევაში, საქართველოს მეათე მოწვევის პარლამენტი დაემსგავსება პირდაპირ ბიძინა ივანიშვილის ჯამახერიას და ის აუცილებლად მაინც, თავისი არალეგიტიმურობის გამო, თავისი აბსურდულობის გამო, მაინც ძალიან მალე ჩამოიშლება“, - განაცხადა გიგი უგულავამ, რომლის თქმითაც, „ამ გაყალბებულ პარლამენტში შესვლა პირდაპირ „ქართულ ოცნებაში“ შესვლას ნიშნავს.

"ევროპული საქართველო" უარს ამბობს პარლამენტში შესვლაზე. ამის შესახებ პარტიის ლიდერმა, დავით ბაქრაძემ მიაწოდა ინფორმაცია მედიას.

მისი თქმით, არჩევნები ჩატარდა არათავისუფალ გარემოში და ამ მიზეზით, ამ პროცესის ლეგიტიმაციას არ შეუწყობენ ხელს. პარტია, ამავდროულად, უარს ამბობს მეორე ტურში მონაწილებაზეც.

"ევროპულ საქართველოსთან" ერთად არჩევნების ლეგიტიმურობას, რომლითაც უმრავლესობაში "ქართული ოცნება" რჩება, სხვა ოპოზიციური პარტიებიც ეჭვქვეშ აყენებენ. მათ შორის, "სტრატეგია აღმაშენებელი", რომელმაც ასევე უარი თქვა პარლამენტში შესვლაზე.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG