Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

The Wall Street Journal-ი: პენტაგონმა აშშ-ის სამხედრო ატაშეების გამოცვლა დაიწყო


აშშ-ის თავდაცვის სამინისტრომ აშშ-ის დიპლომატიურ მისიებში სამხედრო ატაშეების გახმობა და უფრო დაბალი რანგის ოფიცრებით მათი შეცვლა დაიწყო. ამის შესახებ The Wall Street Journal-ი წერს წყაროებზე დაყრდნობით.

გამოცემის წყაროების თანახმად, გადაწყვეტილება მიღებულია 2017 წლის კანონის მიხედვით, რომლის თანახმად, პენტაგონმა 2022 წლის დეკემბრისთვის 110 გენერალი და ადმირალი უნდა შეამციროს.

თავდაცვის მინისტრის 24 აგვისტოს ბრძანების მიხედვით, ვაშინგტონმა თანამდებობაში ჩამოაქვეითა სამხედრო ატაშეები რვა საკვანძო მნიშვნელობის მოკავშირე ქვეყანაში - მათ შორის, დიდ ბრიტანეთში, საუდის არაბეთსა და თურქეთში. დასავლეთ აფრიკის ზოგიერთი იმ ქვეყნის საელჩოებიდან, სადაც სერიოზულ პრობლემებს ქმნიან ჯიჰადისტური დაჯგუფებები, სამხედრო დიპლომატები მთლიანად გაიწვიეს.

რესურსების გადანაწილების კიდევ ერთი მიზეზია რუსეთისა და ჩინეთის შეკავება. დეტალებს არ იტყობინებიან.

The Wall Street Journal-ის თანახმად, თავდაცვის სამინისტროს გადაწყვეტილებამ როგორც რესპუბლიკელების, ისე დემოკრატების მხრიდან კრიტიკა გამოიწვია. კრიტიკოსთა თქმით, ამ მოქმედებების შედეგად მოსკოვი და პეკინი გააფართოებენ გავლენას აფრიკასა და ახლო აღმოსავლეთში.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG