Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

იაგო ხვიჩია - "ემოციურობა საჭიროა, მაგრამ ამავდროულად საჭიროა რაციონალურობა"


იაგო ხვიჩია
იაგო ხვიჩია

„იმისთვის, რომ პროტესტი წარმატებული იყოს, მუხტმა აიწიოს, ამისთვის აუცილებელია მტკიცებულებები. ადამიანმა ზუსტად უნდა იცოდეს, რომ ის ნამდვილად გამოსულია უსამართლობის გასაპროტესტებლად“, - განაცხადა რადიო თავისუფლების ეთერში პარტია „გირჩის“ ერთ-ერთმა ლიდერმა, იაგო ხვიჩიამ.

მისი თქმით, ემოციურობასთან ერთად საჭიროა რაციონალურობა, რადგან „ნებისმიერი ემოციურობის დრო არის შეზღუდული, რადგან ადამიანები სულ ემოციებზე ვერ ითამაშებენ, მათ სჭირდებათ მტკიცებულებები, რომ სულ ჰქონდეთ განცდა და ამ განცდაში იყვნენ დაჯერებულები, რომ არჩევნები წაართვეს“.

იაგო ხვიჩია აცხადებს, რომ ახლა მნიშვნელოვანია ყველა იმ ოლქის გადათვლა, რომელთა მიმართაც კითხვები არსებობს:

„ჩემი სურვილი ამ წუთისთვის არის ის, რომ თავიდან გადავთვალოთ ყველა ოლქი, სადაც რაიმე კითხვის ნიშანი არსებობს, გავასწოროთ ხარვეზები, რასაც აღმოვაჩენთ და საღი აზრის დონეზე ეს ხარვეზები დანახვადი იქნება და რა შედეგებიც იქნება, ის შედეგები აისახოს პარლამენტში“.

იაგო ხვიჩია განმარტავს, რომ ხარვეზებსა და დარღვევებზე ინფორმაცია უნდა მიაწოდონ საქართველოს პარტნიორებსა და მეგობარ ქვეყნებს, რომელთა წარმომადგენლებიც აკვირდებოდნენ საქართველოს არჩევნებს.

„გირჩის“ ერთ-ერთი ლიდერის განცხადებით, არავინ უნდა იფიქროს, რომ „“გირჩი“ ვინმეს შეეკვრება და პარლამენტში შევა, როცა არც ერთი ოპოზიცია შედეგებს არ ცნობს, ეს ტყუილია. ჩვენ არ ვიქნებით ეგ ხალხი და მინდა ეს ეჭვები საზოგადოებას გავუქრო. მაგრამ, მეორე მხრივ, მინდა დავინახოთ ადამიანებმა, არის ის, რომ საით წავა ქვეყანა, როცა ოპოზიცია და ხელისუფლება იმაზეც კი ვერ თანხმდება, რომ პარლამენტში ერთად დასხდნენ და დაილაპარაკონ. ეს ასევე პრობლემური ამბავია და, ჩვენი აზრით, ეს უნდა გავითვალისწინოთ“.

იაგო ხვიჩიამ რადიო თავისუფლების „დილის საუბრებში“ ოპოზიციასთან ერთიანობაზე თქვა:

„ოპოზიციასთან ერთად ვართ, მათთან დავდეთ ხელშეკრულება და მარტო შესვლას იქ არ ვაპირებთ, პარტნიორებთან ერთად ვაპირებთ შესვლას“.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG