Accessibility links

logo-print logo-print

„მოქალაქეები" საპარლამენტო მანდატებზე უარს აცხადებს


საპარლამენტო მანდატებზე უარს ამბობს პარტია „მოქალაქეები". როგორც „ფეისბუკზე" გავრცელებულ განცხადებაშია ნათქვამი, „პარტია „ალეკო ელისაშვილი - მოქალაქეები" იყო რეალურად პირველი, ვინც ჯერ კიდევ გუშინ [1 ნოემბერს], ბოიკოტი გამოუცხადა 2020 წლის 31 ოქტომბერს ჩატარებულ არჩევნებს, უარი განაცხადა მანდატებზე, მედიების მეშვეობით გაასაჯაროვა ეს ინფორმაცია და მოუწოდა მთელს ოპოზიციურ სპექტრს, რომ გაეზიარებინათ „მოქალაქეების" ეს პოზიცია. მოხარული ვართ, რომ ოპოზიციური ძალები გავერთიანდით ამ იდეის გარშემო და მკაფიოდ ვაფიქსირებთ ჩვენს პრინციპულ პოზიციას".

ცესკო-ს წინასწარი მონაცემებით, „მოქალაქეებმა" საპარლამენტო არჩევნებში 1.33% მიიღო, რომლის საფუძველზეც მათ პარლამენტში ორი მანდატი მოიპოვეს.

ოპოზიციური პარტიები არჩევნების შედეგებს არ ცნობენ და ყველა ოპოზიციურმა პარტიამ უარი თქვა საპარლამენტო მანდატებზე.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG