Accessibility links

logo-print logo-print

ანდერს ფოგ რასმუსენი საქართველოს საპარლამენტო არჩევნებს აფასებს


NATO-ს ყოფილი გენერალური მდივანი ანდერს ფოგ რასმუსენი საქართველოში ცატარებულ საპარლამენტო არჩევნებს უწოდებს კონკურენტულსა და სამართლიანს. „მიხარია, რომ შაბათს ჩატარებულმა არჩევნებმა კიდევ ერთხელ გამოავლინა ქართველების ერთგულება ევროატლანტიკური ინტეგრაციისადმი. მაღალი იყო ამომრჩეველთა აქტივობა პანდემიის მიუხედავად. საერთაშორისო დამკვირვებლების პირველადი შეფასებით, საპარლამენტო არჩევნები კონკურენტული და თავისუფალი იყო. თუმცა, არჩევნების შედეგებისადმი ნდობის განსამტკიცებლად, საჭიროა დარღვევების სათანადოდ გადაწყვეტა", - წერს „ფეისბუკზე" რასმუსენი.

ჩრდილოატლანტიკური ალიანსის ყოფილი ლიდერი მიიჩნევს, რომ 31 ოქტომბერს, გარე ძალების ჩარევის საგულისხმო შემთხვევები არ გამოვლენილა. მისი შეფასებით, „დემოკრატიების ალიანსის ფონდმა" იმუშავა ყველა ძირითად პოლიტიკურ პარტიასთან რომ დაენერგა ღირსეული, ეთიკური ციფრული კამპანიის პრინციპები, რაც არ მისცემდა მავნე ძალებს ნოყიერ ნიადაგს ჩარევისათვის. თუმცა, რასმუსენი აღნიშნავს, რომ ეს სიმშვიდისთვის არ კმარა.ის იმედს გამოთქვამს, რომ ქართული პოლიტიკური პარტიები გააგრძელებენ დემოკრატიის დაცვას ფრონტის წინა ხაზებიდან.

„მე კი განვაგრძობ ხმა ავიმაღლო საქართველოს ევროატლანტიკური გზის მხარდასაჭერად!" - აცხადებს რასმუსენი.

საქართველოში ოპოზიციური პარტიები არჩევნების შედეგებს არ ცნობენ და უარს აცხადებენ მანდატების მიღებაზე.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG