Accessibility links

site logo site logo

ერთი პირი მოკლეს და 15 დაჭრეს ვენის ცენტრში თავდასხმების დროს


ვენის ცენტრში 2 ნოემბერს შეიარაღებული პირები ცეცხლს უხსნიდნენ გამვლელებს. პოლიცია იტყობინებოდა, რომ სროლა დაიწყო 20 საათისთვის ზაიტენშტეტენგასეში, სადაც მდებარეობს სინაგოგა. შემდეგ თავდასხმები განხორციელდა რუპრეხტის მოედანზე, მორიცის მოედანზე, ზალცგრისზე, ფლაიშმარკტზე, ბაუერმარკტზე და გრაბენზე.

ვენის პოლიცია იტყობინება, რომ თოფებით შეიარაღებულმა პირებმა, რომ მოკლულია ერთი პირი, დაჭრილია 15 ადამიანი, მათ შორის პოლიციელი. ერთი თავმდამხმელი პოლიციამ გაანადგურა. როგორც ვენის საავადმყოფოების ხელმძღვანელმა, მიხაელ ბინდერმა უთხრა ავსტრიის საზოგადოებრივ მაუწყებელს, ORF-ს, 15 დაჭრილიდან 7 მძიმე მდგომარეობაში.

მოკლულ თავდამსხმელს, პოლიციის ცნობით, თან ჰქონდა თვითმკვლელის ქამარი და საჭირო გახდა საგანგებო გამნაღმველთა ჯგუფის გამოძახება მის უვნებელსაყოფად.

პოლიცია მოსახლეობას აფრთხილებს განმეორებით, თავი აარიდონ საჯარო თავშეყრის ადგილებს და საზოგადოებრივ ტრანსპორტს, თუ გარეთ იმყოფებიან მოძებნონ თავშესაფარი.

3 ნოემბრის შუაღამიდან ავსტრიაში, კორონავირუსის შემთხვევების ზრდის გამო, მეორე "ლოკდაუნი" შედის ძალაში და ვენის ცენტრში, თეატრებსა და ბარ-რესტორნებს და ბარებს ბევრი სტუმარი ჰყავდათ, რომლებსაც პოლიცია მოუწოდებს, არ გავიდნენ გარეთ.

ავსტრიის კანცლერმა, ზებასტიან კურცმა, ტვიტერით გააკეთა განცხადება, რომ მადლობას უხდის პოლიციას თავდადებისთვის და თქვა, რომ "საზარელი ტერორისტული თავდასხმა" გრძელდება, რომ შეიარაღებული ჯგუფის არაერთი წევრი ჯერ კიდევ არ არის დაკავებული. კურცის თანახმად, მთავრობის გადაწყვეტილებით, რათა პოლიცია ანტიტერორისტულ ოპერიაზე იყოს მთლიანად კონცენტრირებული, ობიექტების დაცვა ვენაში, რაც პოლიციას ევალებოდა, არმიას დაეკისრება.

შინაგან საქმეთა მინისტრის, კარლ ნეჰამერის თქმით, თავდამსხმელები მძიმე შეიარაღებული და ერთობ საშიში არიან.

არ გავრცელებულა ინფორმაცია ეჭვმიტანილების, ან თავდამხმელების შესაძლო მოტივების შესახებ.

ევროპის კავშირის საგარეოპოლიტიკურმა ხელმძღვანელმა, ჯოზეპ ბორელმა, ტვიტერით გაავრცელა ცნობა, რომ შოკირებულია ვენაში დღევანდელი თავდასხმის შესახებ ცნობით. მან „ძალადობის და სიძულვილის მხდლური ქმედება“, უწოდა მომხდარს და სოლიდარობა გამოუცხადა მსხვერპლს, მათ ოჯახებს და ვენის მოქალაქეებს.

საფრანგეთის პრეზიდენტმა, ემანუელ მაკრონმა ფრანგი ხალხის სახელით მიმართა ავსტრიას და წერს, რომ "ფრანგები იზიარებენ ავსტრიელების შოკს და გლოვას". მაკრონი წერს, რომ ეს ჩვენი ევროპაა. ჩვენმა მტრებმა უნდა იცოდნენ, რომ ვისთან აქვთ საქმე. ჩვენ არაფერს დათმობთ". სოლიდარობის გზავნილები ვენელებს და ავსტრიას გაუგზავნეს სხვა სახელმწიფოებიდანაც.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG