Accessibility links

site logo site logo

გაიზარდა ვენაში თავდასხმის შედეგად დაღუპულთა რიცხვი


პოლიციელები ვენის ცენტრში

ვენაში გარდაიცვალა შეიარაღებული თავდასხმისას მძიმედ დაჭრილი ქალი. სულ მოკლულია 2 მშვიდობიანი მოქალაქე. ერთ-ერთი თავდამსხმელი ლიკვიდირებულია პოლიციის მიერ.

საავადმყოფოშია სულ მცირე 14 დაჭრილი. რამდენიმე მათგანის მდგომარეობა კრიტიკულია.

2 ნოემბერს საღამოს, შეიარაღებული თავდასხმები მოხდა ვენის ცენტრში, 6 სხვადასხვა ადგილას.

ჯერჯერობით დაუდგენელი პირები ცეცხლსასროლი იარაღიდან ესროდნენ ღია კაფეებსა და რესტორნებში მყოფ ადამიანებს. კორონავირუსის ეპიდემიის გამო, 3 ნოემბრიდან ავსტრიაში მკაცრი იზოლაციის რეჟიმი, ე.წ. ლოკდაუნი ცხადდება, ამიტომ წინა საღამოს კაფეებში ხალხმრავლობა იყო.

ავსტრიის ხელისუფლებამ თავდასხმა ტერორისტულ აქტად გამოაცხადა. დამნაშავეთა დასაკავებლად სპეცოპერაცია მიმდინარეობს. თავდამსხმელთა ზუსტი რიცხვი ჯერჯერობით უცნობია. ვენა პოლიციის მიერაა გადაკეტილი. ზოგიერთ ობიექტს სამხედროები იცავენ.

ერთ-ერთი თავდასხმა ვენის სინაგოგასთან მოხდა, ამიტომ მედიით გავრცელდა ვერსია, რომ სამიზნე სწორედ სინაგოგა იყო. ებრაელთა თემის ლიდერმა, ოსკარ დოიჩმა ტვიტერზე დაწერა, რომ სინაგოგა და მასთან ახლოს მდებარე ოფისები დაკეტილი იყო და ჯერჯერობით გაურკვეველია, იყო თუ არა სინაგოგა თავდამსხმელთა სამიზნე.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG