Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

აფხაზეთში 43-მდე გაიზარდა COVID-19-ით გარდაცვლილთა რიცხვი


რუსეთის თავდაცვის სამინისტროს საველე ჰოსპიტალი სოხუმში
რუსეთის თავდაცვის სამინისტროს საველე ჰოსპიტალი სოხუმში

რუსეთის მიერ ოკუპირებული აფხაზეთის დე ფაქტო მთავრობის მიერ შექმნილმა ოპერატიულმა შტაბმა კორონავირუსით კიდევ 47 ადამიანის დაინფიცირება და 1-ის გარდაცვალება დაადასტურა.

1961 წელს დაბადებული ქალი სოხუმში, რუსეთის თავდაცვის სამინისტროს მობილურ ჰოსპიტალში 2 ნოემბერს გარდაიცვალა.

აპრილიდან 2 ნოემბრის ჩათვლით, აფხაზეთში აღრიცხული აქვთ კორონავირუსის 4349 შემთხვევა. მათგან 2413 გამოჯანმრთელების. COVID-19-ით გარდაცვლილია 43 ადამიანი.

აფხაზეთის დე ფაქტო ჯანდაცვის სამინისტროს ინფორმაციით, ოქტომბერში კორონავირუსით დაინფიცირდა 2777 ადამიანი და 27 გარდაიცვალა.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG