ბოლო 24 საათში გამოვლენილი კორონავირუსის 1943 ახალი შემთხვევიდან 650 თბილისიდანაა.
რეგიონების მიხედვით ინფიცირების მაჩვენებელი ასე გადანწილდა:
- თბილისში - 650;
- აჭარაში - 506;
- იმერეთში - 324;
- ქვემო ქართლში - 46;
- შიდა ქართლში- 100;
- გურიაში - 47;
- სამეგრელო-ზემო სვანეთში - 200;
- კახეთში - 23;
- მცხეთა-მთიანეთში - 39;
- სამცხე-ჯავახეთში - 4;
- რაჭა-ლეჩხუმსა და ქვემო სვანეთში - 4.
თებერვლიდან, როცა საქართველოში კორონავირუსით ინფიცირების პირველი ფაქტი დადასტურდა, სულ აღრიცხულია 44 522 შემთხვევა.
გასული დღე-ღამის განმავლობაში 1833 -ით გაიზარდა კორონავირუსისგან განკურნებულთა რიცხვი. სულ გამოჯანმრთელებულია 28 633.
ბოლო დღე-ღამეში 20 პაციენტი გარდაიცვალა, რითაც გარდაცვლილთა საერთო რიცხვი 362-მდე გაიზარდა.
დაწერეთ კომენტარი