Accessibility links

10 ქალაქში სკოლები დისტანციური სწავლების რეჟიმზე გადავლენ


4 ნოემბრიდან საქართველოს 10 ქალაქში სკოლები სწავლების დისტანციურ რეჟიმზე გადავლენ. ამის შესახებ გადაწყვეტილება უწყებათაშორისმა საკოორდინაციო საბჭომ დღეს მიიღო.

თბილისში, ქუთაისში, რუსთავში, გორში, ფოთში, თელავში, ზუდიდში, ზესტაფონში, მარნეულსა და გარდაბანში ყველა კერძო და საჯარო სკოლა, 1-12 კლასის ჩათვლით, ხვალიდან 25 ნოემბრამდე დისტანციურად გააგრძელებს სწავლის პროცესს. ამავე რეჟიმში რჩებიან აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის სკოლები.

საბჭოს ცნობით, ერთი მხრივ, არჩევნების მეორე ტურებისთვის ასობით სკოლაში კვლავ საარჩევნო უბნები უნდა მოეწყოს, მეორე მხრივ კი, მობილობის შემცირებით, კოვიდ-19-ის ახალი შემთხვევების რაოდენობაც შემცირდება.

ნახევრად ონლაინრეჟიმში სწავლას განაგრძობენ თბილისის, ქუთაისის, ზუგდიდისა და ფოთის უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულებები. აუდიტორიებსა და ლაბორატორიებში მხოლოდ პრაქტიკული და ლაბორატორიული მეცადინეობები ტარდება.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG