Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ამირან გამყრელიძე: ვატაროთ პირბადე, ვირუსმა არ იცის აქცია და სხვა ტიპის შეკრება


ამირან გამყრელიძე
ამირან გამყრელიძე

საქართველოს დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანდაცვის ცენტრის დირექტორის, ამირან გამყრელიძის თქმით, აქციებზე, რომლებიც პოლიტიკური პროცესის ნაწილია, ყველამ უნდა დაიცვას პირბადის ტარების წესი:

„ვირუსმა არ იცის აქცია და არ იცის სხვა ტიპის შეკრება კიდევ. ვირუსისთვის ერთი და იგივეა ყველა. ჩვენ უნდა ვიზრუნოთ ერთმანეთის ჯანმრთელობაზე. პოლიტიკურ პროცესს ვერავინ ვერ აკრძალავს და ვერავინ ვერ გააჩერებს ამ ქვეყანაში, მაგრამ კეთილი ვინებოთ, ყველამ დავიცვათ ის წესი, რომელიც არსებობს ყველა ქვეყანაში, მათ შორის - ჩვენთან“, - განაცხადა ამირან გამყრელიძემ საკოორდინაციო საბჭოს სხდომის დასრულების შემდეგ გამართულ ბრიფინგზე.

საკოორდინაციო საბჭოს 3 ნოემბრის გადაწყვეტილებით, პირბადეების ხმარება სავალდებულო ხდება არა მარტო დახურულ, არამედ ღია სივრცეებშიც.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG