Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ოქტომბერში, საქართველოში წლიური ინფლაცია 3.8% იყო


თბილისის ერთ-ერთი ბაზარი
თბილისის ერთ-ერთი ბაზარი

ოფიციალური სტატისტიკით, 2020 წლის ოქტომბერში, წინა თვესთან შედარებით, საქართველოში ინფლაციის დონემ 0.8%, ხოლო წლიური ინფლაციის დონემ 3.8% შეადგინა.

რაც შეეხება საბაზო ინფლაციას, სტატისტიკის ეროვნული სამსახურის მიერ დღეს გამოქვეყნებული მონაცემებით, ამ მაჩვენებელმა 2020 წლის ოქტომბერში, გასული წლის შესაბამის პერიოდთან შედარებით, 5.4% შეადგინა, ხოლო თამბაქოს გარეშე წლიური საბაზო ინფლაციის მაჩვენებელი 5%-ით განისაზღვრა.

ყოველთვიური ინფლაციის მაჩვენებლის ფორმირებაზე ძირითადი გავლენა იქონია ფასების ცვლილებამ შემდეგ ჯგუფებზე:

სურსათის და უალკოჰოლო სასმელების ჯგუფში ფასები გაიზარდა 0.9%-ით:

  • ზეთი და ცხიმი (7.2%);
  • ბოსტნეული და ბაღჩეული (5.3%);
  • რძე, ყველი და კვერცხი (2.7%).
  • ტანსაცმლის და ფეხსაცმლის ფასები მომატებულია 5.4%-ით.

წლიური ინფლაციის ფორმირებაზე ძირითადი გავლენა იქონია ფასების ცვლილებამ შემდეგ ჯგუფებზე:

სურსათის და უალკოჰოლო სასმელების ჯგუფში ფასები გაიზარდა 5.5%-ით:

  • ზეთი და ცხიმი (17.3%);
  • ყავა, ჩაი და კაკაო (13.6%);
  • თევზეული (10.3%);
  • პური და პურპროდუქტები (7.8%);
  • რძე, ყველი და კვერცხი (6%);
  • შაქარი, ჯემი და სხვა ტკბილეული (4.5%);
  • მინერალური და წყაროს წყალი, უალკოჰოლო სასმელები და ნატურალური წვენები (4.2%);
  • ხორცი და ხორცის პროდუქტები (3.5%);
  • ბოსტნეული და ბაღჩეული (2.2%).

წლიური ინფლაცია 3.8% იყო სექტემბერშიც და ეს წლის განმავლობაში ყველაზე დაბალი მაჩვენებელია.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG