Accessibility links

site logo site logo

გიორგი გახარია: გვერდით ვუდგავართ ავსტრიას და მსოფლიოს ტერორიზმთან ბრძოლის საქმეში


გიორგი გახარია

სოლიდარობის ნიშნად გვერდით ვუდგავართ ავსტრიას და მსოფლიოს ტერორიზმთან ბრძოლის საქმეში, - ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრი გიორგი გახარია „ტვიტერის“ ოფიციალურ გვერდზე წერს.

„საქართველო მტკიცედ გმობს ვენაში განხორციელებულ ტერორისტულ აქტებს. თანავუგრძნობთ ამ შემზარავი ქმედების მსხვერპლთა ოჯახის წევრებსა და ახლობლებს, ხოლო დაშავებულებს სწრაფ გამოჯანმრთელებას ვუსურვებთ.

სოლიდარობის ნიშნად გვერდით ვუდგავართ ავსტრიას და მსოფლიოს ტერორიზმთან ბრძოლის საქმეში“, - აღნიშნავს საქართველოს პრემიერ-მინისტრი.

2 ნოემბრის საღამოს, თავდასხმები მოხდა ვენის ცენტრში, 6 სხვადასხვა ადგილას. შეიარაღებული პირები ესროდნენ ღია კაფეებსა და რესტორნებში მყოფ ადამიანებს. ბოლო მონაცემებით, თავდამსხმელებმა 3 ადამიანი მოკლეს. დაჭრილია 15.

კორონავირუსის ეპიდემიის გამო, 3 ნოემბრიდან ავსტრიაში მკაცრი იზოლაციის რეჟიმი, ე.წ. ლოკდაუნი გამოცხადდა, ამიტომ წინა საღამოს კაფეებში ხალხმრავლობა იყო.

საქართველოს პრემიერ-მინისტრს კორონავირუსი დაუდასტურდა. მთავრობის ადმინისტრაციის თანახმად, იგი თავს კარგად გრძნობს, მკურნალობას სახლში აგრძელებს და შინიდან მუშაობს.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG